Loading...

როგორ ვისწავლო შვედეთში სტიპენდიით ?

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები შევედეთის 39 უნივერსიტეტში. 1000-მდე ინგლიუსურ ენოვანი პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით. როგორ და სად შევარჩიო სასწავლო პროგრამა ? შვედეთს განაცხადის გაკეთების ცენტრალიზებული სისტემა აქვს და ყველა სასწავლო პროგრამა...
25 ოქტომბერი 2024
როგორ ვისწავლო შვედეთში სტიპენდიით ?

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები შევედეთის 39 უნივერსიტეტში. 1000-მდე ინგლიუსურ ენოვანი პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით.

როგორ და სად შევარჩიო სასწავლო პროგრამა ?

შვედეთს განაცხადის გაკეთების ცენტრალიზებული სისტემა აქვს და ყველა სასწავლო პროგრამა (საბაკალვრო/სამაგისტრო) და ინფორმაცია  ერთ საიტზე შეგიძლიათ მოიძიოთ.  პროგრამების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე. და აქვე გაიარეთ რეგისტრაცია.    განაცხადის გაკეთების  ღირებულებაა 100 (აშშ დოლარი), თუმცა ერთი აპლიკაციით თქვენ შეგიძლიათ 4 სამაგისტრო პროგრამაზე და 8 საბაკალავრო პროგრამაზე დარეგისტრირდეთ.

 

რა საბუთები დამჭირდება ?

პროგრამის შერჩევის შემდეგ იწყება საბუთების შეგროვება. კონკრეტულ პროგრამას ყოველთვის საიტზე აქვს საბუთების სია, რომელიც მეტნაკლებად ჰგავს ერთმანეთს (ბაკალავრის დიპლომი და ნიშების ფურცელი, სამოტივაციო წერილი, სარეკომენდაციო წერილი და ინგლისური ენის სერტიფიკატი). კონკრეტულ პროგრამას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი მოთხოვნები. საბუთები ნათარგმნი უნდა იყოს ინგლისურად და ასევე, დამოწმებული ინგლისურ ენაზე ნოტარიულად.

 

როგორ და სად ვნახო სტიპენდიები ?

შვედეთი თითქმის ყველა მიმართულების და საფეხურის სტუდენტებს  30-ზე მეტ  სტიპენდიას სთავაზობს. სტიპენდიების ჩამონათვალს გაეცანით ბმულზე.

 

შვედეთში სწავლისა და სტიპენდიების მოპოვების გზამკვვლევი.

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.