Loading...

სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები საფრანგეთში

განაცხადების მიღება ეიფელის სტიპენდიაზე 2023 სასწავლო წლისთვის დაიწყო. სააპლიკაციო პერიოდი: 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით. მითითებული თარიღი ეხება მიმღებ უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი, არაუგვიანეს ნოემბრის თვის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ...
21 ოქტომბერი 2022
სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები საფრანგეთში

განაცხადების მიღება ეიფელის სტიპენდიაზე 2023 სასწავლო წლისთვის დაიწყო.

სააპლიკაციო პერიოდი: 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

მითითებული თარიღი ეხება მიმღებ უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი, არაუგვიანეს ნოემბრის თვის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას საფრანგეთში.

 

ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგ მიმართულებში :

 

– ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

 

-ბიოლოგია და ჯანდაცვა
-ეკოლოგიური გარდაქმნა
-მათემატიკა და ციფრული მიმართულება
-საინჟინრო მეცნიერებები

 

– ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები:

 

-ისტორია, ფრანგული ენა და ცივილიზაცია
-სამართალი და პოლიტიკური მეცნიერებები
-ეკონომიკა და მართვა

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფრანგულ და ინგლისურ ენაზე:
https://www.campusfrance.org/fr/le-programme-de-bourses-d-excellence-eiffel

 

ყურადღება! ეიფელის სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ მიმღები უნივერსიტეტის მეშვეობით. კანდიდატები ირჩევენ ერთ უნივერსიტეტს და უკავშირდებიან მათ დოსიეს შესავსებად.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საქართველოში კამპუს ფრანსის წარმომადგენელს ნათია მსხალაძეს:
natia.mskhaladze@institutfrancais.ge.

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.