Loading...

კატარის უნივერსიტეტის სტიპენდიები

კატარის უნივერსიტეტი გამოყოფს ორ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე – Arabic Program for Non-Native Speakers.   2023-2024 სასწავლო წლებისთვის ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:...
22 დეკემბერი 2022
კატარის უნივერსიტეტის სტიპენდიები

კატარის უნივერსიტეტი გამოყოფს ორ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე – Arabic Program for Non-Native Speakers.

 

2023-2024 სასწავლო წლებისთვის ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

-იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
-იყოს 18-დან 40 წლამდე;
-გასული წლების განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული სტიპენდია ამავე პროგრამაზე – Arabic Program for Non-native Speakers სასწავლებლად;
-საბაზისო დონეზე მაინც (Modern Standard Arabic) უნდა ფლობდეს არაბულ ენას;
-უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სტუდენტებთან, პროფესორმასწავლებლებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინგლისურად ან არაბულად.

 

პროგრამაზე სწავლის მსურველთა განაცხადები მიიღება:  2023 წლის 15 იანვრიდან 16 თებერვლამდე.

 

http://www.qu.edu.qa/students/international-students/arabic-program.

https://mybanner.qu.edu.qa/PROD/bwskalog.P_DispLoginNon

 

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.