Loading...

ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის

სტრატეგიული განვითარების ცენტრი აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის – “უკეთ გავიცნოთ ნატო”. კონკურსი მოიცავს ესეს ტიპის ნაშრომის მომზადებას შემდეგ სავარაუდო თემებზე: ➡️რუსეთის ომი უკრაინაში: ახალი საერთაშორისო წესრიგი და ნატოს როლი მასში;...
12 ივლისი 2023
ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის

სტრატეგიული განვითარების ცენტრი აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის – “უკეთ გავიცნოთ ნატო”. კონკურსი მოიცავს ესეს ტიპის ნაშრომის მომზადებას შემდეგ სავარაუდო თემებზე:

➡️რუსეთის ომი უკრაინაში: ახალი საერთაშორისო წესრიგი და ნატოს როლი მასში;
➡️ნატოს გაფართოების პოლიტიკა რუსეთის მომიჯნავე ქვეყნებში;
➡️აღმოსავლეთ ევროპა, როგორც ნატოს გამწევი ძალა: ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშე?
➡️რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინისადმი დასავლეთის მიერ გაღებული დახმარება;
➡️ნატოს წევრი ქვეყნების მილიტარიზაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ;
➡️რუსეთ-უკრაინის ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება;
➡️ფინეთის ნატოში გაწევრიანების გამოცდილება და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები.

 

ჩამოთვლილი სიის გარდა, GCSD გამონაკლისის სახით, ასევე მიიღებს ნატოსთან დაკავშირებულ ორიგინალურ თემებს.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა 5 საუკეთესო ნაშრომი. საუკეთესო ნაშრომების ავტორები მიიღებენ ფულად ჯილდოს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

-საკონკურსო ნაშრომის მოკლე მიმოხილვა/აბსტრაქტი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 300 სიტყვისა);
-რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 2 გვერდისა;
-წარსულში შესრულებული ნაშრომი (სტატია, რეფერატი, ა.შ.) ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge არაუგვიანეს 2023 წლის 21 ივლისისა.

 

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ – ,,უკეთ გავიცნოთ ნატო” და თქვენი სახელი და გვარი.

 

პროექტს ,,უკეთ გავიცნოთ ნატო – ფაზა II” #GCSD ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხადაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწ

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.