მე ვარ ინგლისურის მასწავლებელი 11 წლიანი გამოცდილებით, ვფლობ C1 -დონეს,ვმუშაობ როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ისე ზრდასრულებთან, ონლაინ ფორმატში. ჩემი მთავარი მიზანია, სწავლება იყოს პრაქტიკული, მარტივად გასაგები და შედეგზე ორიენტირებული.
ვფლობ ოთხ ენას — ქართულს, ინგლისურს, რუსულს და გერმანულს, რაც მაძლევს შესაძლებლობას უკეთ გავიგო მოსწავლის საჭიროებები და ავუხსნა მასალა მისთვის ყველაზე კომფორტულ ენაზე.
ვასწავლი სასაუბრო ინგლისურს, პროფესიულ ინგლისურს და ვეხმარები მოსწავლეებს სკოლის პროგრამის გაძლიერებაში. თითოეული გაკვეთილი იგეგმება ინდივიდუალურად, მოსწავლის მიზნების, ტემპისა და ინტერესების გათვალისწინებით.
მჯერა, რომ ინგლისურის სწავლა უნდა იყოს არა სტრესული, არამედ მოტივაციის მომცემი პროცესი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოყენებად ცოდნას გაძლევს.