შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს პრემიის კონკურსს – “ქალები მეცნიერებაში“ – განსაკუთრებული მიღწევებისათვის მათემატიკის მიმართულებით. კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს მათემატიკის მიმართულებით მოღვაწე გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.
საკონკურსო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
2025 წლის 02 სექტემბრიდან 19 სექტემბრის 18:00 საათამდე – განაცხადების რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში – http://gmus.rustaveli.org.ge
2025 წლის 23 სექტემბრის 18:00 საათამდე – ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენა;
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.