Loading...

სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სასწავლებლად

ლა სკალას თეატრის აკადემია აცხადებს კონკურსს საოპერო მომღერლების დახელოვნების კურსზე (ხანგრძლივობა: 2 წელი) და ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე (ხანგრძლივობა: 1 წელი) სწავლის მსურველთათვის.   საოპერო მომღერლების დახელოვნების კურსზე სწავლის მსურველთა...
21 მარტი 2025
სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სასწავლებლად

ლა სკალას თეატრის აკადემია აცხადებს კონკურსს საოპერო მომღერლების დახელოვნების კურსზე (ხანგრძლივობა: 2 წელი) და ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე (ხანგრძლივობა: 1 წელი) სწავლის მსურველთათვის.

 

საოპერო მომღერლების დახელოვნების კურსზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 9 აპრილი, საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლის მსურველთა განაცხადების ბოლო ვადად კი გამოცხადებულია: 1 ოქტომბერი – ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, 17 სექტემბერი – ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

 

ლა სკალას თეატრის აკადემია საოპერო მომღერლების დახელოვნების კურსზე სასწავლებლად გასცემს 1 სტიპენდიას, რომელიც თვიურად 900 ევროს შეადგენს. ჯანლუკა სპინას სახ. ასოციაცია საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სასწავლებლად გასცემს სამ სტიპენდიას. წარჩინებული უცხოელი სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები.

საოპერო მომღერლების დახელოვნების კურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ბმული.

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.