Loading...

თსუ საუნივერსიტეტო ჰიმნის ტექსტის შექმნისთვის კონკურსს აცხადებს

თსუ საუნივერსიტეტო ჰიმნის ტექსტის შექმნისთვის კონკურსს აცხადებს. საკონკურსო განაცხადების მიიღება 2023 წლის 26 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსის პირობები: ✅ მნიშვნელოვანია, რომ ჰიმნის ტექსტი იყოს საუნივერსიტეტო თემატიკაზე და არ აღემატებოდეს სამ...
16 ივნისი 2023
თსუ საუნივერსიტეტო ჰიმნის ტექსტის შექმნისთვის კონკურსს აცხადებს

თსუ საუნივერსიტეტო ჰიმნის ტექსტის შექმნისთვის კონკურსს აცხადებს. საკონკურსო განაცხადების მიიღება 2023 წლის 26 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურსის პირობები:

✅ მნიშვნელოვანია, რომ ჰიმნის ტექსტი იყოს საუნივერსიტეტო თემატიკაზე და არ აღემატებოდეს სამ სტროფს, იყოს სტილისტურად გამართული და ითვალისწინებდეს ქართული ლექსიკის ნორმებს.

✅ არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას დისკრიმინაციისა და ძალადობისკენ, ასევე, სარეკლამო ნიშნებს.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უფლება აქვს, წარმოადგინოს ერთი ან ერთზე მეტი ტექსტი. სასურველია ტექსტი შეიცავდეს სიტყვებს: ,,თავისუფლება“, ,,დედა უნივერსიტეტი“, ,,ცოდნა“.

 

საუნივერსიტეტო ჰიმნის კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე შეირჩევა ჰიმნისთვის ტექსტი (ლექსი), ხოლო მეორე ეტაპზე მუსიკა.

დოკუმენტები და საკონკურსო მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი მატერიალური სახით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 114, ხოლო ელექტრონულად 📧 ელ. ფოსტაზე: chancellery@tsu.ge

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.