Loading...

საგრანტო კონკურსი სკოლებისთვის

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი სოფლის საჯარო სკოლებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსი ითვალისწინებს ორი პროექტის დაფინანსებას, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ინფრასტრუქტურული ხასიათის. მათი მიზანი კი სასწავლო პროცესის ხელშეწყობა-გაუმჯობესება უნდა იყოს. პირველ ეტაპზე,...
24 ოქტომბერი 2022
საგრანტო კონკურსი სკოლებისთვის

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი სოფლის საჯარო სკოლებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.

კონკურსი ითვალისწინებს ორი პროექტის დაფინანსებას, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ინფრასტრუქტურული ხასიათის. მათი მიზანი კი სასწავლო პროცესის ხელშეწყობა-გაუმჯობესება უნდა იყოს.

პირველ ეტაპზე, 2022 წლის 1 ნოემბრამდე სკოლამ პროექტი ას სიტყვაში უნდა წარმოადგინოს.

2022 წლის 1 დეკემბერს ჟიური მეორე ეტაზე გადასულ 20 კანდიდატს გამოავლენს, რომლებმაც 200 სიტყვაში უნდა აღწერონ გრანტის საჭიროება ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით. 25 დეკემბერს ორი გამარჯვებული სკოლა დასახელდება.

-პროექტის შედგენაში, სასწავლო ნაწილთან ერთად, აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები

-თითოეულ გამარჯვებულ სკოლას ფონდისგან გრანტის სახით 8 ათასი ლარი გადაეცემა

მოგვიყევი შენი სკოლის ინფრასტრუქტურული ან საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ და გამოგვიგზავნე პროექტის 100 სიტყვიანი აღწერა წერილობით.

სასკოლო საგრანტო კონკურსის განაცხადის შესავსებად გადმოდით მითითებულ ლინკზე
👉 https://forms.gle/1ZT3snGcDH11TVMs9

პროექტების შეფასებასა და გამარჯვებული სკოლების გამოვლენაზე იზრუნებენ ჟიურის წევრები: გია მურღულია, ხათუნა რაზმაძე, ლევან ბექაია, გოგა ჩანადირი

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.