2025-26 წლების გლობალური საბაკალავრო გაცვლითი პროგრამა (Global UGRAD) არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებს სასწავლო სტიპენდიას ერთსემესტრიანი აკადემიური გაცვლისთვის აშშ-ის უნივერსიტეტებში. პროგრამის მიზანია მონაწილეებისთვის ამერიკის უკეთ გაცნობა და მათი ლიდერული უნარების განვითარება.
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
- აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და იყოს სრულწლოვანი;
- უნდა იყოს აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების სრული განაკვეთის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი;
- უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია. აპლიკანტმა უნდა მიიღოს TOEFL ტესტში მინიმუმ 48 ქულა, რათა განიხილებოდეს პროგრამაში მონაწილეობის კანდიდატად;
- უნდა იყოს მზად საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩასართავად;
- აპლიკანტებმა უნდა დაადასტურონ, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში.
განაცხადების მიღება იწყება 2024 წლის 1 ნოემბრიდან და დასრულდება 15 დეკემბერს.
დამატებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.