ორგანიზატორები მონაწილეობის მისაღებად იწვევენ ტელეკომპანიებს, შემოქმედებით სტუდიებს, ასევე დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს და სხვა მედია პროფესიონალებს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან – აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.
„ადამი მედია პრიზი“ განკუთვნილია საუკეთესო სატელევიზიო, კინო და ონლაინ პროექტებისთვის, რომლებიც აშუქებენ მიგრაციის, ინტეგრაციის, ასევე ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების თემებს. „ადამი მედია პრიზი“ უნიკალური შესაძლებლობაა მედია პროფესიონალებისთვის, წარმოადგინონ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები და დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები.
ექვსივე ნომინაციის გამარჯვებულები, დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით ან გრანტით.
ძირითადი ჯილდოების გარდა, ჟურნალისტური გამოცდილების მქონე თითოეულ მონაწილეს, ეძლევა შესაძლებლობა შეავსოს განაცხადი „ადამის“ სტიპენდიაზე და გაიაროს სტაჟირება ევროპის უმსხვილეს კომპანიებში.
ნომინანტებს მიიწვევენ „ადამი მედია პრიზის“ გალა-დაჯილდოებაზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 2020 წლის 10 დეკემბერს.