EFA -ის სასტიპენდიიო პროგრამა

European Forum Alpbach (EFA)-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. ევროპის ალპბახის ფორუმი ყოველწლიურად იმართება ალპბახში, ავსტრიაში. ღონისძიება აერთიანებს ახალგაზრდა პროფესიონალებს, მეცნიერებს, პოლიტიკოსებს და ლიდერებს, რათა ჩაერთონ ინტერდისციპლინურ დისკუსიებში ევროპის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე.

 

ღონისძიების თარიღები: 2025 წლის 16–29 აგვისტო

EFA სტიპენდიის პროგრამა იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას:

● მონაწილეობა მიიღოთ ინტერაქციულ სემინარებში, რომლებსაც უძღვებიან
წამყვანი ექსპერტები
● დაესწროთ მაღალი დონის კონფერენციებს მსოფლიო ლიდერებთან ერთად
● მონაწილეობა მიიღოთ კულტურულ ღონისძიებებსა და ნეთვორქინგ სესიებში
● შეუერთდეთ ცვლილებების ინიციატორ მრავალფეროვან საერთაშორისო
საზოგადოებას.
თემატური მიმართულებები:
ფორუმის წლევანდელი თემაა “ევროპის გადატვირთვა”, რომელიც მიმოიხილავს იმ
ოთხ ძირითად სფეროს, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე:
● დემოკრატია და კანონის უზენაესობა
● უსაფრთხოება
● კლიმატი
● ფინანსები და ეკონომიკა

 

სტიპენდია მოიცავს:

ფორუმში მონაწილეობის სრული საფასურის დაფარვას, საცხოვრებელსა და
ყოველდღიურ ხარჯებს პროგრამის განმავლობაში.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე და შეუძლიათ ფიზიკურად დაესწრონ ფორუმს მინიმუმ 11 დღის
განმავლობაში.

აპლიკაციის გაგზავნის პროცედურა:

აპლიკაციები მიიღება 2025 წლის 3-დან 25 მარტამდე ევროპის ალპბახის ფორუმის
ონლაინ პორტალზე. (https://www.alpbach.org/) ამავე ბმულზე იხილავთ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ.