
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის მიერ გამოცხადდა კონკურსი სამაგისტრო სტიპენდიებზე გერმანიაში ყველა სპეციალობისთვის.
პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას სწავლა გააგრძელოთ გერმანიაში, მაგისტრატურაზე. სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთაც უკვე დაასრულეს სწავლების პირველი საფეხური (მაგ. ბაკალავრი) არა უგვიანეს სტიპენდიის დაწყების დროს.
დაფინანსების ხანგრძლივობაა 10 -დან 24 თვემდე და დამოკიდებულია არჩეული კურსის ხანგრძლივობაზე. 2 წლიანი სასწავლო პროგრამების შემთხვევაში, შემდგომი დაფინანსება გაიცემა სწავლის პირველი წლის შემდეგ, თუ თქვენ მიაღწიეთ იმ აკადემიურ მიღწევებს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ წარმატებით დაასრულებთ სწავლას, გონივრულ ვადებში.
სტიპენდიის ფარგლებში სტუდენტები ყოველთვიურად მიიღებენ 861 ევროს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 2021 წლის 29 ოქტომბერი
სრულად სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.daad-georgia.org/de/foerderung-finden/stipendiendatenbank/?