გამოცხადდა კონკურსი DAAD-ის 2022/2023 წლის სასტიპენდიო პროგრამებზე.
საზაფხულო ენის კურსებზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ ყველა დისციპლინის ბაკალავრიატისა და მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტს. სტიპენდიის დაწყებისას ბაკალავრიატის სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ორი საუნივერსიტეტო წელი დახურული. კურსები ტარდება გერმანულ ენაზე. კურსების ხანგრძლივობაა სულ მცირე 18 სასწავლო დღე (მაქსიმუმ 5 დღე კვირაში, ჩამოსვლისა და გამგზავრების დღეების გამოკლებით), კვირაში არანაკლებ 25 სწავლების საათისა. კურსები ჩვეულებრივ ტარდება ივნისიდან ნოემბრამდე.
სტიპენდიატები ერთდეჯერადად მიიღებენ 1,061 ევროს. ხოლო სტუდენტები “ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან” 1,236 ევროს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა ყოველი წლის 1 დეკემბერი.
განაცხადების მიღება შესაძლებელია ყოველი წლის 15 სექტემბრიდან.
სრულად სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.daad-georgia.org/de/foerderung-finden/stipendiendatenbank/?