COPERNICUS BERLIN-ის სასტიპენდიო პროგრამა და გაცვლითი სემესტრი გერმანიის საუკეთესო უნივერსიტეტებში
Internationales Exzellenz-სტიპენდიის პროგრამა (IES) აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა საგნის მოტივირებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გაირონ სემესტრი საზღვარგარეთ, ბერლინში. სტუდენტები ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრამვებებს შეძლებენ გერმანიის საუკეთესო უნივერსიტეტებში.(HU Berlin, FU Berlin, HWR Berlin, Potsdam University). ბერლინში 6 თვიანი ყოფნის განმავლობაში, სტიპენდიის მფლობელები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ასოციაციის ცხოვრებაში. აგრეთვე ისინი ახლოს გაიცნობენ გერმანულ კულტურას, როგორც გერმანულენოვან მასპინძელ ოჯახში ცხოვრებით, ასევე კულტურულ ღონისძიებებსა და სოციალურ შეხვედრებში მონაწილეობით.
სტიპენდიის მფლობელები მიიღებენ ადგილს Freie Universität Berlin ან Humboldt Universität zu Berlin- ში. სასწავლო ვიზიტი შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სემესტრით. სტუდენტები სწავლის პარალელურად გაივლიან სტაჟირებას. სტაჟირება IES პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია და უნდა ემსახურებოდეს საერთაშორისო სამუშაო გამოცდილების შეძენას და პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებას. IES პროგრამის ფარგლებში სტაჟირება უნდა დასრულდეს, სულ მცირე, 8 კვირაში.
IES პროგრამის ფარგლებში, COPERNICUS BERLIN გთავაზობთ სრულ და ნაწილობრივ სტიპენდიებს.
1) სრული სტიპენდიით ანაზღაურდება პროგრამის მონაწილეთა შემდეგი ხარჯები:
-სტუდენტები მიიღებენ ერთჯერად მისასალმებელ ფულს და ყოველთვიურად ჯიბის ფულს.
-ანაზღაურდება მგზავრობისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები.
-ჩარიცხვის, პასუხისმგებლობის დაზღვევის, საგანმანათლებლო მოგზაურობის, ღონისძიებების, ენის კურსებისა და განსახლების საფასურს იხდის უშუალოდ COPERNICUS BERLIN.
2) ნაწილობრივი სტიპენდიით, COPERNICUS BERLIN აიღებს შემდეგ ხარჯებს პროგრამის მონაწილეებისთვის:
-სტუდენტები მიიღებენ ერთჯერად მისასალმებელ ფულს და ყოველთვიურად ჯიბის ფულს.
-ჩარიცხვის, პასუხისმგებლობის დაზღვევის, საგანმანათლებლო მოგზაურობის, ღონისძიებების, ენის კურსებისა და განსახლების საფასურს იხდის უშუალოდ COPERNICUS BERLIN.
სწავლის მსურველები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
სტიპენდიის დაწყებისას, უნდა იყოს სტუდენტი (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი);
აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 28 წელსა
აცილებელია აგერმანული ენის ცოდნა, მინიმუმ B1 ან ინგლისური ენის ცოდნა – მინიმუმ B2.
განაცხადისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
1) ბიოგრაფია ფოტო-სურათით.
2) სკოლის ნიშნების დამადასტურებელი დოკუმენტი ორიგინალურ ენაზე.
3) სკოლის ნიშნების დამადასტურებელი დოკუმენტის თარგმანი – გერმანულ ან ინგლისურ ენაზე.
4) უნივერსიტეტის სერთიფიკატები (უნივერსიტეტის შეფასებები) ორიგინალ ენაზე.
5) უნივერსიტეტის სერთიფიკატები (უნივერსიტეტის ნიშნები) თარგმანი – გერმანულ ან ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადის გაკეთებისას არ არის საჭირო ენის სერთიფიკატი გერმანულ ან ინგლისურ ენებზე. თუ განაცხადი სრული და დამაჯერებელია, შესარჩევი კომიტეტი ენის ცოდნას შეაფასებს გასაუბრების დროს.
განაცხადის მიღების პროცესი სამი ეტაპისგან შედგება:
1) ონლაინ განაცხადი განაცხადის ფორმის მეშვეობით. ფორმა იხილეთ შემდეგ ლინკზე – https://www.copernicusberlin.de/bewerbung
აპლიკანტს განაცხადის გაკეთება შეუძლია წელიწადში ორჯერ, როგორც ზამთრის ასევე ზაფხულის სემესტრისთვის.
ზამთრის სემესტრისთვის განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია: 1 დეკემბერი – 15 ოქტომბერის პერიოდში.
ზაფხულის სემესტრისთვის განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია: 1 აპრილი – 15 ივნისის პერიოდში.
2) დავალებების ფაზა (შერჩეული კანდიდატები მიიღებენ გარკვეულ დავალებებს შესასრულებლად.)
10 იანვარი – 20 თებერვალი (შემდეგი ზამთრის სემესტრისთვის) /10 ივლისი – 20 აგვისტო (შემდეგი ზაფხულის სემესტრისთვის)
3) შერჩეული კანდიდატები მოწვეულ იქნებიან Skype ინტერვიუში
1 მარტი – 30 აპრილი (შემდეგი ზამთრის სემესტრისთვის)
1 სექტემბერი – 31 ოქტომბერი (შემდეგი ზაფხულის სემესტრისთვის)
ყველა კანდიდატს ეცოდინება საბოლოო შედეგების შესახებ შემდეგ პერიოდში:
1 მაისი – 10 მაისი (ზამთრის სემესტრისთვის)
1 ნოემბერი – 10 ნოემბერი (ზაფხულის სემესტრისთვის)
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.