საფრანგეთის რესპუბლიკის პრემია ადამიანის უფლებების დარგში 2020

დაიწყო განაცხადების მიღება საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიაზე ადამიანის უფლებების დარგში 2020 წლისათვის, რომელსაც საფრანგეთის პრემიერ მინისტრი გადასცემს.

პრემია, რომელიც 1988 წელს დაარსდა, მიზნად ისახავს, საფრანგეთსა თუ უცხოეთში დააჯილდოვოს და განხორციელების შესაძლებლობა მისცეს ინდივიდუალურ ან კოლექტიურ კონკრეტულ ქმედებებს, მოქალაქეობისა თუ საზღვრების მიუხედავად, რომელთა მიზანია ადამიანის უფლებების ხელშეწყობა თუ დაცვა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ან ინდივიდუალურმა კანდიდატებმა, მოქალაქეობისა თუ საზღვრების მიუხედავად, უნდა წარმოადგინონ კანდიდატურა, რომელიც შეესაბამება 2020 წლისთვის შერჩეული ორი თემიდან ერთ-ერთს. კანდიდატურა უნდა შედგებოდეს საფრანგეთში ან უცხოეთში განსახორციელებელი საველე ქმედებისგან ან პროექტისგან.

  • თემა  #1 : ჯანმრთელობის უფლება და გარიყვის წინააღმდეგ ბრძოლა
  • თემა #2 : გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვა

პრემიის ხუთი ლაურეატი პარიზში, ოფიციალურ ცერემონიაზე იქნება მიწვეული. მათ გადაეცემათ მედალი და გაუნაწილდებათ ადამიანის უფლებების ეროვნული საკონსულტაციო კომისიის მიერ გამოყოფილი სუბსიდია, რომელიც ჯამში 70 000 ევროს შეადგენს და განკუთვნილია მათი პროექტების განხორციელებისთვის. გამარჯვებულები შეძლებენ იამაყონ, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებების 2020 წლის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

შემდეგი ხუთი ლაურეატი « განსაკუთრებული შეფასების » მედლით დაჯილდოვდება მათ ქვეყანაში საფრანგეთის ელჩის მიერ.

კანდიდატურის განაცხადები შევსუბული უნდა იყოს ფრანგულად და გაიგზავნოს ადამიანის უფლებების ეროვნული საკონსულტაციო კომისიის გენერალურ სამდივნოში 2020 წლის 18 ოქტომბრამდე.

დამატებითი ინფრომაცია პრემიის შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე.