Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

საბაკალავრო სტიპენდიები რეგიონებში მცხოვრები სტუდენტებისათვის

რეგიონული განვითარების საზოგადოება (სასტიპენდიო ფონდი)  აცხადებს საბუთების მიღებას სტიპენდიის მოსაპოვებლად. ფონდის პრიორიტეტია რეგიონებში მცხოვრები, სწავლაზე ორიენტირებული სტუდენტები. რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, ჩაირიცხნენ ქუთაისის, ახალციხის, გორის ან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მაგრამ ვერ მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი და საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ სწავლის დაფინანსებას.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ATSU, Akaki Tsereteli State Universityქუთაისის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კვლავ ექნებათ საშუალება გახდნენ ჩვენი ფონდის სტიპენდიანტები.
ანაცხადის შემოსატანად ელექტრონულ ფოსტაზე (rdsscholarshipfund@gmail.com) უნდა გამოაგზავნოთ:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობის ასლი;
3. სკოლის ატესტატის ასლი;
4. სკოლის ნიშნების ფურცელი მე-9 კლასიდან, სკოლის დირექტორის ხელმოწერით (პირველ კურსელებისთვის);
5. მაღალი კურსის სტუდენტებმა, სემესტრული ნიშნების ფურცელი რექტორის ხელმოწერით;
6. ეროვნული მისაღები გამოცდების ნიშნების ამონაწერი;
7. დამრიგებლის ან სკოლის დირექტორის დახასიათება (პირველ კურსელებისთვის);
8. დეკანის დახასიათება (მეორე კურსიდან ზევით სტუდენტებისთვის);
9. სამოტივაციო წერილი (აქ უნდა დაასაბუთოთ თქვენი კონკრეტული პრობლემა, რატომ ვერ მიიღეთ დაფინანასება და რატომ გჭირდებათ ფონდის ფინანსური მხარდაჭერა სწავლის საფასურის გადასახდელად. ასევე ნათლად დაგვანახოთ თქვენი სამომავლო გეგმები სწავლის დასრულების შემდეგ და როგორ დაგეხმარებათ უმაღლესი განათლება სოციალური პირობების გამოსწორებაში);
10. ყველა ის დამატებითი დოკუმენტი, რომელიც თვლით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს და გაამყარებს თქვენს არგუმენტებს, რატომ უნდა მიიღოთ თქვენ ეს სტიპენდია.
განცხადების შემოტანის ბოლო დღეა 30 სექტემბერი, 2020
პირველ ეტაპზე ფონდში შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავს ფონდის დამფუძნებლები და მოწვეული ჟიური, შერცეული კანდიდატები შემდეგ ეტაპზე გადავლენ.
მეორე ეტაპზე ჩატარდება ონლაინ გასაუბრება. ამ ეტაპების შემდეგ გადაწყდება, რომელი აპლიკანტები გახდებიან  სტიპენდიანტები.
სტუდენტი, რომელიც მიიღებს დაფინანსებას ფოდნის წინაშე ექნება ვალდებულება, ყოველი სემესტრის ბოლოს წარმოადგინოს სწავლის შედეგები (ნიშნები), რომ გაუგრძელდეს დაფინანსება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
იმეილი: rdsscholarshipfund@gmail.com
ტელ: 599070300; 577590590

0Shares
0