ტრენინგი საგრანტო პროექტების წერაში

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს პროექტს “სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში”. პროექტის ერთ-ერთი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება.

ამ მიზნით პროექტის ფარგლებში იგეგმება ორი ორდღიანი ტრენინგის ჩატარება.

ტრენინგის თემებია:

** საგრანტო პროექტის წერა;
** დონორთან ანგარიშგება და პროექტის მენეჯმენტი.
** ორდღიანი ტრენინგი ჩატარდება 9-11 სექტემბერს ბორჯომში.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2020 წლის 26 აგვისტო.

მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენელ ადამიანის უფლებათა აქტივისტებს საქართველოს რეგიონებიდან. მონაწილეობა შეუძლიათ აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონებიდან.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ, რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე undptrainings2020@gmail.com

სამოტივაციო წერილში უნდა იყოს აღწერილი, კანდიდატის/წარმდგენი ორგანიზაციის გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებით, თუ რატომ გსურთ ტრენინგში მონაწილეობა და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას თქვენს სამომავლო საქმიანობაში. სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას. გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ ტრანსპორტირებისა და/ან პირადი ასისტენტის საჭიროების შესახებ.

ტრენინგის ყველა ხარჯს ანაზღაურებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).