მედიაწიგნიერების ტრენინგი ახალგაზრდა ტრენერებისთვის

გსურს ისწავლო და ასწავლო სანდო და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა?

 

IREX-ის პროექტის „ისწავლე, რათა ამოიცნო“ მიზანია საქართველოში მედიაწიგნიერებაზე ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებში მედია და საინფორმაციო წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

„ისწავლე, რათა ამოიცნო“ პროექტის ონლაინ ტრენინგი საუკეთესო საშუალებაა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განსავითარებლად, რადგან პროგრამის ინტერაქტიული ფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების გზით, პროცესის თითოეული ეტაპის გავლით, უშუალოდ კეთებით ისწავლონ სხვადასხვა ფორმატში წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება.

 

ტრენინგი გაიმართება 31 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

 

აპლიკაციის შევსების ბოლო დღეა 26 ივლისი, 2020.

 

 ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ 18-35 წლის ახალგაზრდებს. სწავლება უფასოა. მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

 

სამივე დღეს ტრენინგზე სრულად დასწრება სავალდებულოა. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ დილის ჯგუფში, რომელიც სამივე დღეს ტარდება 10:00-დან 13:30 საათამდე. ან შუადღის ჯგუფში, რომელიც სამივე დღეს ტარდება 14:00-დან 17:30 საათამდე

თუ გსურთ ჩაერთოთ 10:00 საათიან ჯგუფში შეავსეთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/o6nD4JuXuZ9DQ7UDA

 

თუ გსურთ ჩაერთოთ 14:00 საათიან ჯგუფში, შეავსეთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე
https://forms.gle/RD4RYkSYd6ktrDyY8

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეები ტრენინგზე აუცილებლად უნდა შემოვიდნენ პერსონალური კომპიუტერით ან ნოუთბუქით (და არა მობილური ტელეფონით), რათა შესაძლებელი იყოს ყველა აქტივობის სრულყოფილად შესრულება.