Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

სასტიპენდიო პროგრამა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

 

რეგიონებში მცხოვრები და ადგილობრივი თვითმმართველობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებენ ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული აპლიკანტები გაივლიან ერთთვიან პრაქტიკას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში, მიიღებენ ანაზღაურებას და EGI/GIZ-ის გუნდთან იმუშავებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კვლევის დოკუმენტზე.

 

სასტიპენდიო პროგრამა წელს შვიდ მუნიციპალიტეტში ცხადდება: თელავი, გორი, ქარელი, საჩხერე, ჭიათურა, ქედა და ზუგდიდი.

 

თითოეულ მუნიციპალიტეტში ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ორი სტიპენდიატი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს მუნიციპალიტეტის მერიაში და ჩაატარებს კვლევას თანამონაწილეობის საკითხებზე.

 

 

სასტიპენდიო პროგრამისათვის მონაწილეთა შერჩევის ეტეპზე პრიორიტეტი მიენიჭებათ:

 

  1. აპლიკანტებს რომლებიც ცხოვრობენ მათ მიერ შერჩეულ მუნიციპალიტეტში
  2. აპლიკანტებს რომლების სწავლობენ ან დამთავრებული აქვთ საჯარო მმართველობის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამები.

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა: 2020 წლის 17 ივლისი23:59.

 

დამატებითი ინფორმაცია და აპლიკაცია.

0Shares
0