Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

იაპონიის მთავრობის 2021 წლის სტიპენდიები

 

იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2021 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში.

 

მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ წარმოადგინონ სააპლიკაციო დოკუმენტები საქართველოში იაპონიის საელჩოში.

 

საბაკალავრო პროგრამა: 2020 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით
მკვლევარის პროგრამა: 2020 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით

 

* კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას:

ტელ: +995-32-2752111
ელ-ფოსტა: culture@tb.mofa.go.jp

პროგრამის გაიდლაინების და სააპლიკაციო ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებგვერდებიდან:

საბაკალავრო პროგრამა: სააპლიაკაციო ფორმა
მკვლევარის პროგრამა: სააპლიკაციო ფორმა

მონაწილეობის მსურველებს მოეთხოვებათ პროგრამის გაიდლაინების ყურადღებით გაცნობა. არასაკმარისი დუკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, აპლიკაცია შეიძლება იყოს უარყოფილი.

პირველადი განხილვის შედეგად, შემდეგ ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს საელჩო შეატყობინებს წერითი გამოცდის თარიღს და ადგილს. გამოცდის საგნები მითითებულია პროგრამის გაიდლაინებში. საელჩო გასაუბრებაზე მოიწვევს წერით გამოცდაში წარმატებულ აპლიკანტებს.

[მნიშვნელოვანი გაფრთხილება]
გთხოვთ გაითვალისწინოთ, საქართველოში COVID-19 პანდემიის მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპლიკაციო პროცესი შეიძლება გაუქმდეს.

0Shares
0