Loading...

ჟენევის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები

ჟენევის უნივერსიტეტი, გაეროს ჟენევის ოფისთან (UNOG) თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე — Master of Advanced Studies in European and International Governance (MEIG) 2027-2028 სასწავლო წლისთვის. პროგრამის შესახებ: მიზანი: ევროპული და...
19 ოქტომბერი 2026
ჟენევის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები

ჟენევის უნივერსიტეტი, გაეროს ჟენევის ოფისთან (UNOG) თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე — Master of Advanced Studies in European and International Governance (MEIG) 2027-2028 სასწავლო წლისთვის.

პროგრამის შესახებ:
მიზანი: ევროპული და საერთაშორისო მმართველობის სფეროს შესახებ ღრმა ცოდნის გადაცემა და მონაწილეებში იმ პროფესიული უნარების განვითარება, რომლებიც აუცილებელია ამ სფეროში ლიდერად ჩამოყალიბებისთვის.

დაფინანსება/სტიპენდია: საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია დაფინანსება/სტიპენდიები (ODA მიმღები ქვეყნების კვოტით).

განაცხადის წარდგენის ვადები:
I ეტაპი: 2026 წლის 15 ნოემბერი

II ეტაპი (სტიპენდიის მაძიებლებისთვის): 2026 წლის 20 დეკემბერი (კანდიდატებმა, რომელთაც სურთ სტიპენდიის მოპოვება, განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 20 დეკემბრისა).

III ეტაპი: 2027 წლის 15 თებერვალი

სწავლის დასაწყისი: 2027 წლის სექტემბერი

დამატებითი ინფორმაცია:
დეტალური ინფორმაცია პროგრამის, განაცხადისა და სტიპენდიის ფორმების შესახებ იხილეთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე: meig.ch.

 

თანდართული ფაილი

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.