Loading...

საერთაშორისო ფორუმი ჟენევაში

ინდივიდუალური შესაძლებლობა ახალგაზრდა ლიდერებისთვის, სტუდენტებისა და დამწყები პროფესიონალებისთვის — ცხადდება მიღება საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც დიპლომატიის გლობალურ ცენტრში, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება. პროგრამა ორგანიზებულია Headway Institute of Strategic Alliance (HISA)-ს მიერ...
6 ოქტომბერი 2026
საერთაშორისო ფორუმი ჟენევაში

ინდივიდუალური შესაძლებლობა ახალგაზრდა ლიდერებისთვის, სტუდენტებისა და დამწყები პროფესიონალებისთვის — ცხადდება მიღება საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც დიპლომატიის გლობალურ ცენტრში, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება. პროგრამა ორგანიზებულია Headway Institute of Strategic Alliance (HISA)-ს მიერ და ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

ძირითადი ინფორმაცია პროგრამის შესახებ:
ჩატარების თარიღი: 2027 წლის 10–13 თებერვალი

მდებარეობა: ჟენევა, შვეიცარია

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 10 ნოემბერი

მონაწილეები: მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე (მათ შორის საქართველოდან)

ასაკობრივი ზღვარი: 18–45 წელი

სამუშაო ენა: ინგლისური (არ მოეთხოვებათ ისეთი სერტიფიკატები, როგორიცაა IELTS ან TOEFL)

 

 ვინ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს?
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი აკადემიური თუ პროფესიული ფონის მქონე ახალგაზრდებს. განსაკუთრებით მისასალმებელია ისეთ სფეროებში ინტერესი, როგორიცაა:

-საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

-საჯარო პოლიტიკა და გლობალური მმართველობა

-ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, ვაჭრობა და საერთაშორისო თანამშრომლობა

დაფინანსების ტიპები:

ფორუმი გთავაზობთ სხვადასხვა კატეგორიის საპრიზო და საბიუჯეტო ადგილებს (სულ 250 სადელეგატო ადგილი):

სრულად დაფინანსებული ადგილი (50 ადგილი): ფარავს საერთაშორისო ორმხრივ ავიაბილეთებს, 4-ვარსკვლავიან სასტუმროს (გაზიარებულ ნომერს), სავიზო მხარდაჭერას, კვებას, აეროპორტის ტრანსფერს და ფორუმზე სრულ წვდომას.

ნაწილობრივ დაფინანსებული ადგილი (100 ადგილი): ფარავს სასტუმროს, კვებას, სავიზო მხარდაჭერასა და ფორუმის ხარჯებს (ავიაბილეთის გარდა).

სტანდარტული მონაწილეობის პაკეტები (Forum Access / Self-Funded): შესაძლებლობა თვითდაფინანსებით ან შესაბამისი პაკეტებით ჩართვისთვის.

შენიშვნა: სტიპენდიებზე განაცხადის წარსადგენად მოქმედებს მცირე სარეგისტრაციო/საპროცედურო მოსაკრებელი (16.50 აშშ დოლარი).

 რა ელის მონაწილეებს?
შეხვედრები და მთავარი სესიები დიპლომატებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან.

გაეროს (UN) ევროპული ოფისისა და ჟენევაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების ეკოსისტემის გაცნობა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) საქმიანობაში დაკვირვება და გლობალური ქსელების შექმნა.

დეტალური პირობებისა და განაცხადის შესატანად ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს: Future Diplomats Forum 2027.

Share this article

1 კომენტარი

  1. მიხეილ Author

    ვარ 18 წლის, ვსწავლობ ჯავახიშვილში პოლიტიკის მეცნიერებაზე და ვარ პირველ კურსზე. პოლიტიკაში საკუთარ მომავალს ვხედავ და ამ არჩევანს სერიოზულად ვუდგები. ფორუმი ჩემთვის საინტერესოა იმიტომ, რომ იქ პოლიტიკას არა წიგნიდან, არამედ პრაქტიკაში გავეცნობი. გაეროს ევროპული ოფისი, WTO, დიპლომატები, ვინც დღეს მსოფლიო დღის წესრიგს ქმნის, ეს გარემო ზუსტად ის არის, რაც მჭირდება, რომ თეორიას რეალური გამოცდილება შევმატო. ჩემგან მიიღებთ მონაწილეს, რომელიც მოვა მომზადებული, აქტიური და მიზანდასახული, ვინც სესიებზე იკითხავს, დაუკვირდება ყველა დეტალს და შეხვედრებს სხვა ელფერს შესძენს. ჩემთვის ეს გამოცდილება ინვესტიციაა, რომელსაც საქართველოში დავაბრუნებ, ამიტომ განაცხადს არა თხოვნით, არამედ იმ იმედით ვაგზავნი, რომ მოლოდინებს გავამართლებ.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.