აშშ-ის საბჭოების (American Councils for International Education) საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს სკოლის მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის — FLEX Global-ის წლიურ მიღებას.
პროგრამა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი აკადემიური წლით გაემგზავრონ შეერთებულ შტატებში, იცხოვრონ ამერიკულ ოჯახში და სწავლა განაგრძონ ადგილობრივ სკოლაში.
მონაწილეობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:
მოქალაქეობა: კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
ასაკობრივი ზღვარი: დაბადების თარიღი 2010 წლის 1-ლი იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასწავლო სტატუსი: 2026–2027 სასწავლო წელს უნდა იყოს მე-9, მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლე.
ენობრივი კომპეტენცია: ინგლისური ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე.
სავიზო მოთხოვნები: J-1 ტიპის ვიზის გაცემის პირობების დაკმაყოფილება (მათ შორის, ბოლო 5 წლის განმავლობაში აშშ-ში 90 დღეზე მეტი ხნით ყოფნის აკრძალვა).
ვადები და რეგისტრაცია:
განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 22 ოქტომბერი.
სარეგისტრაციო ბმული: ais.americancouncils.org/flexglobal
დამატებითი დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს: georgia.americancouncils.org
რა არის ფლექსის პროგრამა -სასრგებლო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.