გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში, ევროკავშირის მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა ბლოგერების, ვლოგერებისა და სოციალური მედიის კონტენტის შემქმნელებისთვის. პროექტის მიზანია კრეატიული კონტენტის მეშვეობით ცნობიერების ამაღლება ნარჩენების შემცირების, გადამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და მდგრადი ცხოვრების წესის შესახებ.
რას იღებენ შერჩეული მონაწილეები?
კონკურსის შედეგად შეირჩევა 12-მდე ახალგაზრდა კონტენტის შემქმნელი, რომლებიც მიიღებენ:
-1 000 ევროს ოდენობის ჯილდოს საკუთარი კამპანიის შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
-სპეციალიზებულ ონლაინ ტრენინგს ცირკულარულ ეკონომიკასა და სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვაში;
-ექსპერტულ მხარდაჭერას გარემოს დაცვისა და კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტებისგან;
-ნეთვორქინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კონტენტ-კრიეიტორებთან.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
-18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში;
-კონტენტის შემქმნელებს პლატფორმებზე: TikTok, YouTube, Instagram, Facebook, X და ა.შ.
-მათ, ვისაც აინტერესებთ გარემოსდაცვითი საკითხები და მზად არიან შექმნან საინტერესო კამპანია.
შენიშვნა: არ არის აუცილებელი იყოთ პროფესიონალი ინფლუენსერი ან გყავდეთ დიდი აუდიტორია. მთავარია კრეატიულობა, იდეის მკაფიოდ გადმოცემის უნარი და მოქმედებისკენ ბიძგება. განსაკუთრებით მივესალმებით მონაწილეებს საქართველოს რეგიონებიდან.
კამპანიის შესაძლო თემატიკა:
მონაწილეს შეუძლია თავად შეარჩიოს მისთვის საინტერესო მიმართულება:
-ნარჩენების შემცირება, დახარისხება და პრევენცია;
-გამოყენებული ბატარეებისა და ელექტრონული ნარჩენების გადამუშავება;
-ნივთების ხელახლა გამოყენება, შეკეთება და პასუხისმგებლიანი მოხმარება;
-მდგრადი და გარემოსადმი პასუხისმგებლიანი ცხოვრების წესი.
შინაარსი შეიძლება იყოს საგანმანათლებლო, გასართობი, იუმორისტული ან მათი კრეატიული კომბინაცია.
განხორციელების ეტაპები:
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 1 ნოემბერი.
კამპანიის განხორციელება: 2027 წლის იანვარი – მარტი (3 თვე).
როგორ დარეგისტრირდეთ?
მონაწილეობის მისაღებად 2026 წლის 1 ნოემბრამდე გააგზავნეთ განაცხადი ელ-ფოსტაზე: circulareconomy.ge@undp.org
სავალდებულო დოკუმენტაცია:
-მოკლე ბიოგრაფია, სოციალური მედიის პროფილების ბმულებთან ერთად;
-აუდიტორიისა და კონტენტის სტილის მოკლე აღწერა;
-კამპანიის იდეა/კონცეფცია (მაქსიმუმ 1-გვერდიანი ტექსტი ან მაქსიმუმ 2-წუთიანი ვიდეო), სადაც აღწერილი იქნება:
-კამპანიის მთავარი გზავნილი;
-კონტენტის ტიპი და სამიზნე აუდიტორია;
-როგორ შეუწყობს კამპანია ხელი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.