ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი (CEES) 2027 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას კვლევით სტიპენდიაზე (Residential Fellowships).
პროგრამა განკუთვნილია სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში მომუშავე ნიჭიერი ახალგაზრდა თუ კარიერის შუა ეტაპზე მყოფი (mid-career) მკვლევრებისთვის, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიისა თუ ცენტრალური აზიის ისტორიული ან თანამედროვე საკითხები.
პრიორიტეტული თემატიკა: განსაკუთრებით მიესალმება ისეთი მკვლევრების განაცხადები, რომელთა ნაშრომები ეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკურ ტენდენციებს, ეკონომიკურ კავშირებსა და/ან ტრანსნაციონალურ სოციალურ და კულტურულ საკითხებს.
ხანგრძლივობა: 4 თვემდე (იწყება 2027 წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან).
ადგილმდებარეობა: ციურიხი, შვეიცარია (Residential Fellowship).
ადგილების რაოდენობა: 5-6 მკვლევარი.
დაფინანსება მოიცავს:
-
საცხოვრებელს: უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საცხოვრებლით (ქირაობს ბინებს/აპარტამენტებს ციურიხში სპეციალურად მკვლევრებისთვის).
-
ყოველთვიურ სტიპენდიას (Stipend): ყოველდღიური ცხოვრების ხარჯების დასაფარად.
-
მგზავრობასა და ვიზას: ორმხრივი მგზავრობის (ავიაბილეთის) ხარჯებს და სავიზო მხარდაჭერას.
-
ჯანმრთელობის დაზღვევას: შვეიცარიაში ყოფნის პერიოდისთვის.
-
სამუშაო სივრცესა და რესურსებს: ინდივიდუალურ სამუშაო ადგილს უნივერსიტეტის ცენტრალურ შენობაში და სრულ წვდომას UZH-ის ბიბლიოთეკებსა თუ აკადემიურ ბაზებთან.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი, 2026.
🔗 დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: