ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი (EUI), რომელიც ფლორენციაში მდებარეობს, აცხადებს მიღებას Max Weber Fellowships Program-ზე 2027-2028 აკადემიური წლისთვის. ეს არის ევროპაში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული პოსტ-სადოქტორო (Postdoc) პროგრამა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლებმაც სადოქტორო ხარისხი (PhD) ბოლო 5 წლის განმავლობაში დაიცვეს ან დაცვის პროცესში არიან.
კვლევითი მიმართულებები:
-
პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებები
-
ეკონომიკა
-
სამართალი (Law)
-
ისტორია და ცივილიზაცია
დაფინანსება და პირობები
Max Weber-ის სტიპენდია უზრუნველყოფს სრულ ფინანსურ და აკადემიურ მხარდაჭერას:
-
ყოველთვიური სტიპენდია:
-
€2,070 (ბაზისური ყოველთვიური სტიპენდია);
-
+€160 საოჯახო დანამატი (მეუღლის/პარტნიორის შემთხვევაში);
-
+€300 თითოეულ შვილზე (შვილების არსებობის შემთხვევაში);
-
-
მგზავრობის ხარჯები: ორმხრივი ავიაბილეთის დაფარვა (€1,200-მდე);
-
კვლევითი გრანტი: €1,000-მდე ყოველწლიური ფონდი კონფერენციებისა და კვლევითი აქტივობებისთვის;
-
სამუშაო სივრცე: პირადი სამუშაო ადგილი EUI-ის ისტორიულ ვილაში (Villa La Fonte, ფლორენცია) და სრული წვდომა აკადემიურ რესურსებთან.
ხანგრძლივობა და ვადები
-
ხანგრძლივობა: 12 ან 24 თვე (იწყება 2027 წლის სექტემბერში).
-
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 18 ოქტომბერი (23:59 CET).
საჭირო დოკუმენტაცია:
-
კვლევითი წინადადება (Research Proposal – მაქს. 2 გვერდი);
-
ავტობიოგრაფია (CV) გამოქვეყნებული შრომების ნუსხით;
-
სადოქტორო დიპლომი ან ცნობა სადოქტოროზე სწავლის შესახებ;
-
2 სარეკომენდაციო წერილი.
დეტალური ინფორმაცია და აპლიკაციის ფორმა:
👉 EUI Max Weber Official Webpage