Loading...

კვლევითი სტიპენდიები ვენაში

ვენაში მდებარე ადამიანის მეცნიერებათა ინსტიტუტი (Institute for Human Sciences – IWM) აცხადებს მიღებას კვლევით სტიპენდიებზე სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. პროგრამა ითვალისწინებს 3-დან 6 თვემდე ვენაში რეზიდენციას და კვლევით მუშაობას....
9 სექტემბერი 2026
კვლევითი სტიპენდიები ვენაში

ვენაში მდებარე ადამიანის მეცნიერებათა ინსტიტუტი (Institute for Human Sciences – IWM) აცხადებს მიღებას კვლევით სტიპენდიებზე სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით.

პროგრამა ითვალისწინებს 3-დან 6 თვემდე ვენაში რეზიდენციას და კვლევით მუშაობას. განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება პროექტებს, რომლებიც ეხება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიას, დემოკრატიას, საზოგადოებრივ ტრანსფორმაციებსა და გეოპოლიტიკას.

დაფინანსება და პირობები:

IWM-ის სტიპენდია სრულად აფინანსებს მკვლევრის ვენაში ყოფნას:

  • ყოველთვიური სტიპენდია: €2,500 (PhD კანდიდატებისთვის) / €3,000 (Postdoc მკვლევრებისთვის);

  • ინდივიდუალური სამუშაო სივრცე IWM-ის ოფისში;

  • უფასო კვება (სადილები ინსტიტუტში);

  • მგზავრობის ხარჯების დაფარვა.

 მოთხოვნები და აპლიკაცია

განაცხადის წარდგენა შეუძლიათ სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების დოქტორანტებსა და პოსტ-დოქტორანტებს. აპლიკანტმა უნდა წარადგინოს:

  1. კვლევითი პროექტის რეზიუმე და დეტალური აღწერა;

  2. ავტობიოგრაფია (CV);

  3. სარეკომენდაციო წერილები.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 21 სექტემბერი, 2026 წელი

დეტალური ინფორმაცია და განაცხადის წარდგენა:

👉 IWM Official ვებ-გვერდი

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.