ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham), MAC Georgia-სთან პარტნიორობით, იწყებს განაცხადების მიღებას ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
რას გთავაზობთ სასტიპენდიო პროგრამა?
-სტიპენდიანტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ დაფინანსების ერთ-ერთი ფორმა: მიიღონ 4 000 ₾ სტიპენდია, 10 თვეზე გადანაწილებით, რომელიც სწავლისა და საცხოვრებელ ხარჯებზე იქნება გათვლილი, ან 4 000 ₾-ის ოდენობის სწავლის საფასურის დაფინანსება.დაფინანსება გაიცემა პროგრამის შესაბამისად, 3 ან 4 წლის განმავლობაში.
-კარიერულ მხარდაჭერას: ანაზღაურებად სტაჟირებას AmCham-ის წევრ წამყვან კომპანიებში.
-პროფესიულ განვითარებას: ტრენინგებს, ენისა და საოფისე უნარების კურსებსა და პერსონალურ მენტორობას.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
-სტუდენტი უნდა წარმოადგენდეს ოჯახს, რომელიც იღებს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას (სარეიტინგო ქულა: 70 000 ან ნაკლები).
-ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ჩარიცხული იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისში ან რეგიონებში).
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://canva.link/iby6gon2jqmx9sx
განაცხადის შევსება შეგიძლიათ ონლაინ ან ელ-ფოსტით:
ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/AazWoiBwD41J9EmF7
ჩამოსატვირთი ფორმა: https://shorturl.at/KIJc7
შევსებული დოკუმენტაცია გადააგზავნეთ მისამართზე: amcham@amcham.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
გასაუბრებები ჩატარდება: 29–30 სექტემბერს