Loading...

სასტიპენდიო პროგრამები ავსტრიაში

Ernst Mach Grant სასტიპენდიო პროგრამა მაგისტრის საფეხურის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს, სხვადასხვა აკადემიურ სფეროში სთავაზობს ავსტრიაში 1–9 თვის ვადით კვლევის შესაძლებლობას.   მოთხოვნები: კანდიდატი უნდა იყოს 35 წლის ან უმცროსი...
სასტიპენდიო პროგრამები ავსტრიაში

Ernst Mach Grant სასტიპენდიო პროგრამა მაგისტრის საფეხურის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს, სხვადასხვა აკადემიურ სფეროში სთავაზობს ავსტრიაში 1–9 თვის ვადით კვლევის შესაძლებლობას.

 

მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა იყოს 35 წლის ან უმცროსი ასაკის (დაბადებული 1991 წლის 1 ოქტომბერს ან მოგვიანებით);
კანდიდატი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ და/ან გერმანულ ენას;
გრანტის დაწყებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ავსტრიაში ცხოვრების გამოცდილება, ან/და განხორციელებული სასწავლო ან კვლევითი ვიზიტი, კვლევით/აკადემიურ სფეროში.

დაფინანსება: €1,300 თვეში, ასევე დახმარება საცხოვრებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ორგანიზებაში. ეკონომიკურად განვითარებადი კონკრეტული ქვეყნების კანდიდატებმა შესაძლოა დამატებით მიიღონ მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებისთვის €1,200-მდე თანხა.

განაცხადის ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 2026

​​განაცხადები მიიღება ონლაინ, შესაბამის ვებგვერდზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი.

წყარო:ილიაუნი

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.