Loading...

სტიპენდიები შვეიცარიაში

გამოცხადდა მიღება შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიებზე უცხოელი მკვლევრებისთვის 2027-2028 აკადემიური წლისათვის. უცხოელი სტუდენტების სტიპენდიების ფედერალური კომისიის (FCS) მეშვეობით, შვეიცარიის კონფედერაცია გასცემს სხვადასხვა პოსტსაუნივერსიტეტო (სადოქტორო/სამეცნიერო) სტიპენდიებს ნებისმიერი დისციპლინისა და სფეროს უცხოელი მკვლევრებისთვის:...
17 აგვისტო 2026
სტიპენდიები შვეიცარიაში

გამოცხადდა მიღება შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიებზე უცხოელი მკვლევრებისთვის 2027-2028 აკადემიური წლისათვის.
უცხოელი სტუდენტების სტიპენდიების ფედერალური კომისიის (FCS) მეშვეობით, შვეიცარიის კონფედერაცია გასცემს სხვადასხვა პოსტსაუნივერსიტეტო (სადოქტორო/სამეცნიერო) სტიპენდიებს ნებისმიერი დისციპლინისა და სფეროს უცხოელი მკვლევრებისთვის:

 

საუნივერსიტეტო კვლევითი სტიპენდიები მკვლევრებისა და დოქტორანტებისთვის შვეიცარიის უნივერსიტეტებში, ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტებსა და გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებში (ყურადღება: სტიპენდიები არ გაიცემა საბაკალავრო, სამაგისტრო და ხელოვნების მიმართულებების პროგრამებზე).

 

კრიტერიუმები, განაცხადის წარდგენის პროცედურა, საკონტაქტო მისამართები და დამატებითი ინფორმაცია 2026 წლის 20 აგვისტოდან ხელმისაწვდომი იქნება FCS-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გაითვალისწინეთ:

განაცხადების წარდგენა ხდება ონლაინ, GO ESKAS (Grants Online ESKAS) სისტემის მეშვეობით.

 

მნიშვნელოვანია: პოსტ-დოქტორანტურის (Post-doctoral) სტიპენდიები ამიერიდან აღარ არის ხელმისაწვდომი.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ელ.ფოსტაზე: tbilisi@eda.admin.ch

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 24 ნოემბერი, 15:00 საათი.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.