გამოცხადდა განცხადებების მიღება ჩეხეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამაზე 2026-2027 აკადემიური წლისთვის.
2026-2027 აკადემიური წლისთვის ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს პროგრამის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაცია (შედგენილი ინგლისურ ენაზე ან ოფიციალურად თარგმნილი დედანთან ერთად) ელ. ფოსტაზე – studyabroad@mes.gov.ge
სასწავლო და კვლევითი ვიზტების დაფინანსების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია
საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის:
1. რეზიუმე/CV;
2. სამოტივაციო წერილი;
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი და დიპლომის დანართი, ხოლო აქტიური სტუდენტური სტატუსის მქონდე კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ აქტიური სტუდენტური სტატუსის შესახებ ოფიციალური ცნობა და ნიშნების ფურცელი (დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, თარგმანი – დამოწმებული სანოტარო წესით).
4. ერთი სარეკომენდაციო წერილი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გაცემული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში).
5. ჩეხური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (ან სხვა ენის, რომელიც მისაღებია მასპინძელი დაწესებულებისთვის, სასურველია ინგლისური);
შენიშვნა 1. ჩეხური ენის ცოდნა CEFR-ის B2 დონეზე არის დაშვების წინაპირობა მრავალ აკადემიურ მიმართულებაზე, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ჩეხური ენის ცოდნა CEFR-ის C1 (C2) დონეზე შესაძლოა მოთხოვნილი იყოს ზოგიერთი სახელოვნებო აკადემიის პროგრამისთვის; დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ შერჩეულ უნივერსიტეტს/აკადემიას.
შენიშვნა 2. მიიღება TOEFL, IELTS, CPE ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სხვა ფართოდ აღიარებული სერტიფიკატები. თუ კანდიდატი არ ფლობს არცერთ სერტიფიკატს, მაშინ ასევე მისაღები იქნება ხელმოწერილი წერილი საქართველოს უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორისგან, რომლითაც დადასტურდება კონკურსანტის ენის ფლობის დონე.
6. პასპორტის ასლი;
7. ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მიღების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი/მოწვევის წერილი (არსებობის შემთხვევაში).
სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის სასწავლებლად/კვლევითი საქმიანობისთვის:
1. რეზიუმე/CV და სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი;
2. სამოტივაციო წერილი და კვლევის გეგმა ჩეხეთის რესპუბლიკაში კვლევითი სამუშაოსთვის (მაქს. 3 გვერდი);
3. მაგისტრის დიპლომის (მათ შორის ნიშნების ფურცელი) ან დოქტორის დიპლომის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
4. ერთი სარეკომენდაციო წერილი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გაცემული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში).
5. ჩეხეთის რესპუბლიკის მასპინძელი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან მიღების შესახებ ოფიციალური ცნობა/მოწვევის წერილი; წერილი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კვლევისთვის შერჩეული სფეროს შესახებ.
6. პასპორტის ასლი.
განაცხადების მიღება წარმოებს 2026 წლის 26 თებერვლის 17:00 საათამდე ელ. ფოსტაზე studyabroad@mes.gov.ge
პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2017 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.