Loading...

გაცვლითი პროგრამა მკვლევრებისთვის ამერიკაში

გამოცხადდა მკვლევართა სასწავლო ტრენინგპროგრამის კონკურსი ტეხასის დალასის უნივერსიტეტისა (UT Dallas) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.  არჩეული მონაწილეები გაემგზავრებიან დალასში, აშშ, 2026 წლის ივნისის დასაწყისში 8-კვირიან პროგრამაზე UT Dallas-ში....
გაცვლითი პროგრამა მკვლევრებისთვის ამერიკაში

გამოცხადდა მკვლევართა სასწავლო ტრენინგპროგრამის კონკურსი ტეხასის დალასის უნივერსიტეტისა (UT Dallas) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.  არჩეული მონაწილეები გაემგზავრებიან დალასში, აშშ, 2026 წლის ივნისის დასაწყისში 8-კვირიან პროგრამაზე UT Dallas-ში.

 

პროგრამა მოიცავს:

• საერთაშორისო მგზავრობის ორმხრივ ბილეთს;

• საცხოვრებელსა და კვებას;

• დალასის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათს

• დღიურ ხარჯებს პროგრამა დაიწყება ინტენსიური ინგლისური ენის კურსით, რასაც მოჰყვება აკადემიური და საგრანტო პროექტების წერის, დისერტაციის მომზადებისა და პრეზენტაციის უნარების მოდულები



კონკურსი განკუთვნილია ქვემოთ მოცემული აკადემიური მიმართულებების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის:


ბიოლოგია  ბიზნესი / მენეჯმენტი  ქიმია  კომპიუტერული მეცნიერებები  ეკონომიკა  ელექტრონული ინჟინერია  გეოგრაფია  გეოლოგია  მათემატიკა  ფიზიკა  სოციალური ფსიქოლოგია  წყლის მეცნიერებები

 

 



განაცხადის მიღების ვადა: 2025 წლის 25 ნოემბერი – 2026 წლის 30 იანვარი (ჩათვლით)

პროგრამა დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას ახორციელებს აშშ-ს საელჩო საქართველოში ტეხასის უნივერსიტეტთან ერთად.

 დეტალური ინფორმაცია – https://shorturl.at/cp1b8



 პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმის ჩათვლით – https://shorturl.at/SI6qZ

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.