ჩინეთში 2026-2027 წლების სასტიპენდიო განცხადებების მიღება დაიწყო. სასტიპენდიო პროგრამების შესახებ ინფორმაციას განათლების საერთაშორისო ცენტრი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე, მეცნიერ-მკვლევართა პროგრამებსა და ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე სწავლის ხელშეწყობასა და ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯის დაფინანსებას.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.campuschina.org/content/details3_74776.html
აკადემიურ პროგრამებზე სწავლა შესაძლებელია ინგლისურ ან/და ჩინურ ენებზე, (ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებული მოთხოვნები იხილეთ უნივერსიტეტების ვებ-გვერდზე).
ვადები:
განაცხადები მიიღება: 2025 წლის 17 ნოემბერი (12:00 სთ) – 2026 წლის 23 იანვარი (17:00 სთ)
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ კონკურსანტთა ნომინირება საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში – არაუგვიანეს 3 თებერვლი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.