აშშ-ის საელჩო თბილისში აცხადებს ყოველწლიურ კონკურსს 2026-2027 წლების ჰიუბერტ ჰ. ჰამფრის სასტიპენდიო პროგრამისთვის.
პროგრამის აღწერა
ჰიუბერტ ჰამფრის სასტიპენდიო პროგრამა, Fulbright Exchange, დაარსდა 1978 წელს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, პროფესიონალების გაცვლის გზით, რომლებიც წარმოადგენენ 100-ზე მეტ ქვეყანას მსოფლიოს ყველა რეგიონიდან. ჰამფრის სტიპენდიანტები მუშაობენ კრიტიკულ სფეროებში და საფუძველს უყრიან ხანგრძლივ თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან, რაც აშშ-ს უფრო ძლიერს, უსაფრთხოს და აყვავებულს ხდის.
სტიპენდიის პერიოდში ჰამფრის სტიპენდიანტები მონაწილეობენ არასადიპლომო სწავლებაში შეერთებული შტატების დაახლოებით 11 მასპინძელ უნივერსიტეტში. ისინი ასევე გადიან მინიმუმ ექვსკვირიან პროფესიულ სტაჟირებას აშშ-ში არსებულ სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო სექტორის ან საერთაშორისო ორგანიზაციაში. აკადემიური და პროფესიული გამოცდილების მეშვეობით, ისინი იძენენ ცოდნას შეერთებული შტატების შესახებ, აღრმავებენ პროფესიულ ექსპერტიზასა და გამოცდილებას აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროებში და აფართოებენ კავშირებს ამერიკელ კოლეგებთან.
ჰამფრის პროგრამა აშშ-ში აგზავნის წარმატებულ პროფესიონალებს (mid-career), რომლებსაც აქვთ ლიდერობის პოტენციალი. ისინი ერთი წლის განმავლობაში გადიან სამაგისტრო დონის, არასადიპლომო აკადემიურ კურსებს და მონაწილეობენ პროფესიული განვითარების აქტივობებში. სტიპენდიანტები დასახელდებიან მათი ლიდერული პოტენციალისა და საჯარო სამსახურისადმი ერთგულების საფუძველზე.
ჰამფრის სასტიპენდიო პროგრამის სპონსორია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო (ECA). პროგრამას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IIE). ეს ორი სააგენტო თანამშრომლობს უნივერსიტეტების ქსელთან, რომლებიც საკონკურსო წესით შეირჩევიან, რათა უმასპინძლონ სტიპენდიანტებს. ჰამფრის სასტიპენდიო პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევასა და დაკომპლექტებას ახორციელებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.
პროგრამის კომპონენტები
ჰამფრი არ გახლავთ აკადემიური ხარისხის მომნიჭებელი პროგრამა. ჰამფრის სტიპენდიანტები გადიან ინტენსიურ სასწავლო პროგრამებს აშშ-ის მასპინძელ უმაღლეს სასწავლებლებში. სტიპენდიანტთა ჯგუფებისთვის კონკურსის წესით შეირჩა დაახლოებით 11 ამერიკული უნივერსიტეტი, მათი ინსტიტუციური და პროფესიული რესურსების შეთავაზების უნარის გათვალისწინებით, განსაზღვრულ სასწავლო სფეროებში. ჰამფრის სტიპენდიანტებს არ აქვთ უფლება მოითხოვონ განაწილება კონკრეტულ უნივერსიტეტში. თითოეულ კამპუსს ჰყავს მინიმუმ ერთი დანიშნული აკადემიური კოორდინატორი აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, აკადემიური მრჩევლები ეხმარებიან სტიპენდიანტებს დაბალანსებული აკადემიური და პროფესიული პროგრამების განხორციელებაში. ჰამფრის სტიპენდიანტებს არ შეუძლიათ პროგრამის განმავლობაში არასადიპლომო სტატუსიდან ხარისხის მომნიჭებელ სტატუსში გადასვლა რაიმე მიზეზით.
ლიდერობა და პროფესიული განვითარება
პროფესიული განვითარების აქტივობები მოიცავს: ვიზიტებს შესაბამის ინტიტუციებში, ანალიტიკურ ცენტრებსა და პროფესიულ ორგანიზაციებში; სემინარებს; კონფერენციებსა და პროფესიულ სტაჟირებას. პროფესიული სტაჟირება უზრუნველყოფს უშუალო გამოცდილებას აშშ-ის სამუშაო გარემოში, სრული განაკვეთით, მინიმუმ ექვსი კვირის განმავლობაში. აკადემიური წლის დასაწყისში, თითოეული სტიპენდიანტი შეიმუშავებს (აკადემიურ მრჩეველთან კოორდინაციით) პრაქტიკული პროფესიული აქტივობების დეტალურ გეგმას, რომელიც პროგრამის მიზნებზე იქნება ორიენტირებული.
სასწავლო სფეროები
ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობები (Human and Institutional capacity):
ეკონომიკური პოლიტიკა და ფინანსები
საჯარო პოლიტიკის ანალიზი და საჯარო ადმინისტრირება
ტექნოლოგიური პოლიტიკა და მენეჯმენტი
Sustainable Lands
სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარება
ბუნებრივი რესურსების და გარემოსდაცვითი პოლიტიკა
ურბანული და რეგიონული დაგეგმარება
Thriving Communities
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი
ნივთიერებების ბოროტად გამოყენების განათლება და პოლიტიკა
საგანმანათლებლო ადმინისტრირება, დაგეგმარება და პოლიტიკა
უფლებები და თავისუფლებები:
კომუნიკაციები/ჟურნალისტიკა
სამართალი და ადამიანის უფლებები
Note on Substance Abuse Education and Policy field: ECA (განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო) თანამშრომლობს National Institute on Drug Abuse-თან, რომელიც უზრუნველყოფს თანადაფინანსებას ჰამფრის სტიპენდიანტებთან მუშაობისთვის, კონკრეტულად ამ სფეროში. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ კვლევითი გამოცდილება ამ სფეროში, ან უნდა აჩვენონ უნარი, შეისწავლონ მიმდინარე კვლევის შედეგები და მათი პოლიტიკური შედეგები. კანდიდატები უნდა შეირჩნენ და შეფასდნენ სხვა ჰამფრის პროგრამის სხვა სფეროების კანდიდატებთან ერთად. მათ ასევე უნდა შეავსონ განაცხადის დამატებითი, დარგის სპეციფიკური გვერდი ამ თემატური მიმართულებისთვის.
მონაწილეობის კრიტერიუმები
აპლიკანტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მაცხოვრებლები.
შესაფერისი კანდიდატები არიან საშუალო კარიერის პროფესიონალები (mid-career) ლიდერულ პოზიციებზე, რომლებმაც აჩვენეს საჯარო სამსახურისადმი ერთგულება და პროფესიული წინსვლის პოტენციალი.
კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ როგორც პროგრამაში მონაწილეობის საჭიროება, ისე მისგან სარგებლის მიღების პოტენციალი. შესაბამისად, მათ უნდა აჩვენონ შესაბამისი გამოცდილება, უნარები და ერთგულება, ამასთანავე დაასაბუთონ, თუ როგორ შეუძლიათ ამ პროგრამიდან ისეთი სარგებლის მიღება, რაც მათ აქამდე არ განუცდიათ და, სავარაუდოდ, არც ექნებათ ჰამფრის სტიპენდიის გარეშე.
უნდა ჰქონდეთ პირველადი საუნივერსიტეტო ხარისხი (4-წლიანი ბაკალავრის ან საბაკალავრო ხარისხის შესაბამისი.).
აპლიკანტები ამჟამად დასაქმებულები უნდა იყვნენ საქართველოში.
პოტენციურ სტიპენდიატებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ხუთ წლიანი სრული განაკვეთზე მუშაობის პროფესიული გამოცდილება პირველი საუნივერსიტეტო/საბაკალავრო ხარისხის მიღების შემდეგ, 2025 წლის აგვისტომდე.
უნდა ფლობდნენ პასპორტს (ან ჰქონდეთ პასპორტის აღების უფლება).
აპლიკანტები უნდა აკმაყოფილებდნენ J-1 სავიზო მოთხოვნებს.
აპლიკანტებმა უნდა გაიარონ დამაკმაყოფილებელი სამედიცინო შემოწმება.
ინგლისური ენის ცოდნის დონე
ნომინირებულ კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ტესტის ჩაბარება (TOEFL iBT score between 61-120; IELTS score in the range 6.0-9.0.
ნომინირებულ კანდიდატებს გადაეცემათ TOEFL ტესტის უფასო ვაუჩერები. კანდიდატებს რომლებიც ვერ მიიღებენ დამაკმაყოფილებელ ქულას შეეთავაზებათ 12-კვირიანი ინგლისური ენის სასწავლო პროგრამა (ET).
დაუშვებელი კანდიდატები
კანდიდატი მოხსნილი იქნება განსახილველი სიიდან, თუ ის არ აკმაყოფილებს ყველა ტექნიკურ საკვალიფიკაციო მოთხოვნას.
უნივერსიტეტის ახლად დამთავრებული სტუდენტები (მაშინაც კი, თუ მათ მნიშვნელოვანი პოზიციები უკავიათ).
უნივერსიტეტის მასწავლებლები ან აკადემიური მკვლევრები, რომლებსაც არ გააჩნიათ მართვის ფუნქციები (გამონაკლისი მხოლოდ ნარკოტიკების გამოყენების სწავლებისა და პოლიტიკის სფეროებია).
აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები ან აშშ-ში მუდმივი ბინადრობის სტატუსის მქონე პირები.
აპლიკანტები, რომლებსაც არ აქვთ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტის ფლობის უფლება, რომლის მოქალაქე ან მუდმივი რეზიდენტიც არიან და საიდანაც განაცხადს აგზავნიან.
აშშ-ის მისიების ადგილობრივი თანამშრომლები საზღვარგარეთ, რომლებიც მუშაობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის, მათ შორის დროებითი თანამშრომლები და კონტრაქტორები, მათი ოჯახის წევრები, ასევე პირები, რომლებიც მუშაობენ ან სხვაგვარად დაკავშირებული არიან ორგანიზაციასთან, რომელიც პასუხისმგებელია ინდივიდების დასახელებაზე ან შერჩევაზე ნებისმიერ ECA გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
განაცხადის ფორმა
პროგრამით დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღწერილ კრიტერიუმებს, უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი Slate სისტემაში. ჰამფრის სტიპენდიის პროგრამის ონლაინ განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია მითითებულ ბმულზე: https://apply.iie.org/huberthhumphrey
სამგზავრო დოკუმენტები და ოჯახის წევრები
სამედიცინო გამოკვლევები არ არის საჭირო განაცხადის საწყის ეტაპზე. სამედიცინო შეფასების ფორმების შევსება აუცილებელი არ არის მანამ, სანამ კანდიდატი ძირითად სტატუსზე არ გადაინაცვლებს.
ჰამფრის სტიპენდიები არ მოიცავს თანხებს ოჯახის წევრებისთვის (დამოკიდებული პირებისთვის). ჰამფრის სტიპენდიატები პასუხისმგებელნი არიან სამგზავრო, სადაზღვევო და ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე ნებისმიერი ოჯახის წევრისთვის, რომელიც მათთან ერთად გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
სრული განაცხადი მოიცავს:
განაცხადის ფორმას
ესეებს ინგლისურ ენაზე
საქართველოში დასაქმების დამადასტურებელ საბუთს (დასაქმების დამადასტურებელი წერილი (მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება), დამოწმებული თარგმანი ინგლისურ ენაზე)
ორ სარეკომენდაციო წერილს ინგლისურ ენაზე
დეტალურ CV-ს ინგლისურ ენაზე
უნივერსიტეტის დიპლომ(ებ)ის და ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნიშნების ფურცლების ნათარგმნ და ნოტარიულად დამოწმებულ ასლებს
პასპორტის ბიოგრაფიული გვერდის ასლს
წინა სასწავლო კურსების (ტრენინგების) სერთიფიკატებს
დამატებითი ინფორმაცია ჰამფრის სტიპენდიის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: Guidelines & Timeline – The Hubert H. Humphrey Fellowship Program
შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: TbilisiExchanges@state.gov, სათაურით „2026-2027 Humphrey Fellowship“.
ონლაინ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 13 ივლისი (ადგილობრივი დროით 18:00 საათი).
წყარო: აშშ საელჩო