სეულში მდებარე კორეის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სამაგისტრო სტიპენდიების მოსაპოვებლად პროგრამის SK Global Scholarship Program for Fall 2024 (A Scholarship Proposal for Eastern European Students) ფარგლებში. სტიპენდია მთლიანად ფარავს 2-წლიან მაგისტრატურას საინფორმაციო ტექნოლოგიების/ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
სტიპენდიის მოცულობა:
სწავლის გადასახადი – სრული;
კორეული ენის გაკვეთილები – სრული;
დაზღვევა – სრული;
მგზავრობის ხარჯები – 3 მილიონი სამხრეთ კორეული ვონი (SKW);
ყოველთვიური სტიპენდია – 1.5 მილიონი სამხრეთ კორეული ვონი (SKW).
მობილობის პერიოდი
კორეული ენის გაკვეთილები – 1 თვე (არასავალდებულო)
სამაგისტრო პროგრამა – 2 წელი (იწყება 2024 წლის სექტემბერში)
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
კანდიდატი უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე;
კანდიდატს დამთავრებული უნდა ჰქონდეს სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე;
კანდიდატი უნდა ფლობდეს კორეულ ან ინგლისურ ენას (დეტალურად იხილეთ აქ);
კანდიდატს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს მშობლიური ქვეყნის საელჩომ, უნივერსიტეტმა ან სხვა რელევანტურმა დაწესებულებამ (რეკომენდაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 6 მარტი).
დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ და საჭირო დოკუმენტები წარადგინონ 2024 წლის მარტში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.