Loading...

სტიპენდიები ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

„თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს კონკურსს სასწავლო სტიპენდიების გასაცემად, 2021 წლის შემოდგომის სემესტრისთვის. კონკურსი მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ლგბტქ+ თემის უფლებრივი მდგომარეობით, სოგი-ს ან/და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობითა...
12 სექტემბერი 2021
სტიპენდიები ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

„თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს კონკურსს სასწავლო სტიპენდიების გასაცემად, 2021 წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

კონკურსი მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ლგბტქ+ თემის უფლებრივი მდგომარეობით, სოგი-ს ან/და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობითა და უფლებების საკითხებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

კონკურსის მთავარი კრიტერიუმები:

-დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის სტატუსი;
-საბაკალავრო ნაშრომი, რომელიც შეეხება შემდეგ საკითხებს: ლგბტქ+ ადამიანის უფლებები, ლგბტქ+ თემის სოციალური და ეკონომიკური უფლებები, ქვიარ თეორია, სოგი-ს საკითხები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები.

პროექტის ფარგლებში გაიცემა 3 სტიპენდია. სტიპენდიის მოცულობაა 1125 ლარი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ აპლიკაცია შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@equality.ge არაუგვიანეს 2021 წლის 17 სექტემბრისა. გთხოვთ, მეილის Subject ველში მიუთითოთ: სასწავლო სტიპენდია.

აპლიკაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი საბუთებისგან:

-რეზიუმე;
-საბაკალავრო ნაშრომის აბსტრაქტი;
-ხელმძღვანელის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
-ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ან/და აკადემიური შვებულების შესახებ;
-ნიშნების ფურცელი.
-არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

 

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით: info@equality.ge

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.