Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

2 წლიანი სტიპენდია სკოლის მოსწავლეებისთვის

ახალი სკოლა — საქართველოს საერთაშორისო სკოლა” (New School International School of Georgia) აცხადებს ღია კონკურსს სრული ორწლიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად მაღალკლასელთათვის საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.

 

ინოვაციური უნივერსიტეტამდელი კურსი შედგება ორწლიანი “საერთაშორისო ბაკალავრიატის” (IB) სადიპლომო პროგრამისგან. სწავლის, საცხოვრებლის, სასწავლო მასალისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯები სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ.

 

 განაცხადის შევსების ბოლო ვადაა: 21 თებერვალი, 2021 წელი.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა ხელს უწყობს თანამშრომლობას, კულტურათაშორის ურთიერთგაგებას, ტოლერანტობას, ფუნდამენტური ფასეულობების მხარდაჭერას და, ამასთან, ცოდნის გაღრმავებას ევროკავშირის შესახებ.

 

სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია  ბმულზე.

Copy link
Powered by Social Snap