საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იწვევს საქართველოს დაინტერესებულ ბიზნეს ორგანიზაციებს, წარადგინონ კონცეფციები საპილოტე პროექტისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული ბიზნესის და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობას.
პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია ბიზნესის კოორდინირებული და აქტიური მოქმედებების წახალისება, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების ხელშეწყობა და ევროკავშირის ეკონომიკური დიპლომატიის ინტერესების დაცვა. კერძოდ, პროექტის ამოცანებია:
– ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნეს ურთიერთობების განმტკიცება, განსაკუთრებით ბიზნესის დაბრკოლებების აღმოფხვრის მხრივ;
-ბიზნესის, მომხმარებელთა / ბენეფიციართა და ხელისუფლებას შორის სამართლიანი, ღია და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
-ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიისთვის და განსაკუთრებით წევრი ქვეყნების იმ საელჩოებისთვის, რომელსაც საქართველოში ორმხრივი სავაჭრო პალატა არ გააჩნია, მთავარი პარტნიორის დადგენა, რომელიც ასევე გადასცემს სხვა არსებული (ზოგადი / სექტორული / ორმხრივი) ბიზნეს ორგანიზაციების მოსაზრებებს.
ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა
საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირებულ ბიზნეს ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც შეუძლიათ პროექტის განხორციელება ზემოთ აღწერილი მიზნების შესაბამისად;
ჩვენ ვურჩევთ დაინტერესებულ ბიზნეს ასოციაციებს შექმნან კონსორციუმები და ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ერთობლივი განაცხადები შემოიტანონ.
ბიუჯეტი და აღწერა
საორიენტაციო ბიუჯეტი, რომლის გამოყოფა შესაძლებელი იქნება ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ საპილოტე პროექტისთვის, არის 100,000 – 150,000 ევრო. გრანტის ზუსტი თანხა დამოკიდებულია საპროექტო განაცხადის ხარისხსა და მოცულობაზე. განხორციელების საორიენტაციო პერიოდი არის 1 წელი. თანადაფინანსება განმცხადებლების მხრიდან მისასალმებელია.
გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გარკვეული დახმარება გაწიოს, როგორიც არის მაგალითად: ევროკავშირის წარმომადგენლობასა და სათავო ოფისთან კონსულტაციები და კავშირი, დროდადრო შეხვედრების ოთახების უზრუნველყოფა, საჯარო მხარდაჭერა ან
ერთობლივი მონაწილეობა ზოგიერთ ღონისძიებასა და საკომუნიკაციო კამპანიაში და სხვა.
განაცხადების შემოტანა
თუ თქვენი ორგანიზაცია (ორგანიზაციები) ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებით დაინტერესდება, ევროკავშირის ფინანსური რეგულაციისა[1] და ევროკავშირის საგარეო დახმარებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შესაბამისად (PRAG)[2], შეგიძლიათ თქვენი განაცხადები კონცეფციის სახით თქვენი ორგანიზაციის (ორგანიზაციების) პრეზენტაციასთან ერთად 2021 წლის 16 აპრილამდე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: Julien.CRAMPES@eeas.europa.eu(link sends e-mail), Arne.KORTH@eeas.europa.eu(link sends e-mail) და Ada.NARDAIA@eeas.europa.eu(link sends e-mail).
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე