სტიპენდიები ქალებისთვის

პროექტი ,,განათლების შესაძლებლობები ქალებისთვის” აცხადებს აპლიკაციების მიღებას სტიპენდიის პროგრამაზე სტუდენტი ქალებისა და გოგონებისთვის.  კონკურსი მესამედ ხორციელდება და ითვალისწინებს სასწავლო სტიპენდიების გაცემას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტურანტურის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტებს.

მონაწილეობის მისაღებად:

1. შეავსე სააპლიკაციო ფორმა  https://shorturl.at/kDF23
2. გამოგვიგზავნე შემდეგი დოკუმენტები მეილზე: feminafund@gmail.com

▪️ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ;
▪️ნიშნების ფურცელი ბოლო ორი სემესტრისთვის;
▪️პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.

🔴 იმისთვის, რომ ისარგებლო აღნიშნული სტიპენდიით, აუცილებელია იხდიდე სწავლის გადასახადს;
🔴 გაითვალისწინე, რომ სტიპენდია ითვალისწინებს შენი სწავლის საფასურის გადახდას, რაც გულისხმობს, რომ სტიპენდიის მიღების შემთხვევაში თანხა პირდაპირ შენი უნივერსიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 25 მაისი, 18:00 საათი.

📩 დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 31 მაისისა. შერჩეულ კანდიდატებს მხოლოდ დაკავშირების შედეგად ეცნობებათ სტიპენდიის მოცულობის შესახებ.