სტიპენდიები ადამიანის უფლებებზე მომუშავე პროფესიონალებისთვის

ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW) აცხადებს კონკურსს ალან და ბარბარა ფინბერგის სახელობის სტიპენდიის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობის და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს.

სტიპენდიანტები ერთი წლის განმვალობაში იმუშავებენ  HRW-ის ნიუ-იორკის ან ვაშინგტონის ოფისში. მათი ძირითადი საქმიანობა მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება იქნება.

სტიპენდია გრძელდება ერთი წლის განმავლობაში. იწყება 2021 წლის სექტემბერში. სტიპენდია  შეადგენს  60 000 დოლარს.

კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ ადამიანის უფლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ამ სფეროში კარიერის გაგრძელების სურვილი.  უნდა ფლობდნენ შემდეგ უნარებს: ანალიტიკური აზროვნება, კვლევების განხორციელების გამოცდილება, ფლობდნენ ინგლისურს სრულყოფილად. დამატებითი ენების ცოდნა განიხილება, როგორც უპირატესობა.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა: 9 ოქტომბერი, 2020 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.