სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდებისთვის გერმანიაში

2022 წლის სასტიპენდიო პროგრამა Cross Culture-ზე განაცხადების მიიღება დაიწყო.პროგრამა Cross Culture-ით საზღვარგარეთთან ურთიერთობების ინსტიტუტი (ifa), როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პარტნიორი, მიზნად ისახავს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოებრივი კავშირების გაძლიერებას მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან.

პროგრამა გათვლილია ახალგაზრდა დასაქმებულებსა და მოხალისეებზე. გაიარეთ 2-3 თვიანი პრაქტიკა გერმანიის ან პროგრამის პარტნიორი რომელიმე ქვეყნის ერთ-ერთ ორგანიზაციაში. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა გაიღრმავოთ პროფესიული ცოდნა, გაიცნოთ სხვა სტიპენდიატები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და გამოიმუშაოთ ინტერკულტურული უნარები.

ამ პროგრამით  46 ქვეყნის 100-ზე მეტი დასაქმებული და აქტიური მოხალისე ფინანსდება იმისათვის, რომ გაძლიერდეს უწყვეტი სამოქალაქო საზოგადოებრივი კავშირები გერმანიასა და სხვა ქვეყნებს შორის.

2022 წლის პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ციფრულ, ასევე ცოცხალ ფორმატში. ამგვარად მონაწილეებს პირადი სიტუაციიდან და კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე შეუძლიათ ერთ-ერთი ფორმის არჩევა.

 

პროგრამის ფარგელბში სტიპენდიანტები მიიღებენ ყოველთვიური სტიპენდია 550 ევროს, პლუს ორმხრივი ავიაბილეთის, ცხოვრების, ყოველთვიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის და ჯანმრთელობის დაზღვევის და ხარჯებს/

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვარი.

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ონლაინ-პორტალის მეშვეობით: http://applications-ccp.ifa.de/eng
👉 დამატებით ინფორმაციას იხილავთ ვებ-გვერდზე: www.ifa.de/en/fundings/ccp-fellowships/