ოქსფორდის ნიზამი განჯევის ცენტრის კვლევითი სტიპენდია

ოქსფორდის ნიზამი განჯევის ცენტრი აზერბაიჯანის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ისტორიის, ენისა და კულტურის მკვლევართათვის აცხადებს მიღებას ერთ სემესტრიანი კვლევითი ვიზიტისათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად. მიწვეულ მკვლევარს საშუალება ექნება, განახორციელოს ინდივიდუალური კვლევითი პროექტი, ისარგებლოს ოქსფორდის ბიბლიოთეკის, ორიენტალური კვლევებისა და ნიზამი განჯევის ცენტრის რესურსებით.

 

პროგრამით სარგებლობისათვის აუცილებელია, კანდიდატი ფლობდეს დოქტორის ხარისხს მისი კვლევის შესაბამის სფეროში.

 

პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია როგორც ყოველთვიური სტიპენდია საცხოვრებელი ხარჯებისათვის, ისე 500 ფუნტამდე ერთჯერადი სამგზავრო ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 16 თებერვალი.

 

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე