კონკურსი ლიეტუვას სახელმწიფო სტიპენდიებზე

2023-24 აკადემიური წლისთვის ლიეტუვის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ცხადდება სახელმწიფო სტიპენდიების მიღების შესაძლებლობა ერთი ან ორი სემესტრით.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

1.კანდიდატმა შერჩეული უნივერსიტეტიდან ოფიციალური მიღების წერილი / პირობითი შეთანხმება (Conditional Agreement) უნდა მიიღოს;
2.კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი;
3/კანდიდატი უნდა ჰქონდეს ლიეტუვურის, ინგლისურის ან შერჩეული სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი სხვა უცხო ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელ ცნობას.

დაფინანსება

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 490 ევროს ოდენობით; დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ყოველთვიური სტიპენდიის რაოდენობა შეადგენს 980 ევროს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 8 მაისი.

 

კანდიდატების ინფორმაციას შერჩევის შედეგებზე მიიღებენ არა უგვიანეს 2023 წლის 1-ელი ივლისისა.

 

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ონლაინპლატფორმის დახმარებით. სარეგისტრაციო ფორმა ონლაინ იხილეთ ბმულზე.

 

კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული უნივერსიტეტებისა და აკადემიური პროგრამების სია იხილეთ ბმულზე.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

წყარო:ილიაუნი