ჰარვარდის უნივერსიტეტის უფასო კურსი დარწმუნებისა და საჯარო გამოსვლის ხელოვნებაში

ჰარვარდის უნივერსიტეტის გთავაზობთ უფასო ონლაინ კურსს ნებისმიერი მსურველისთვის, დარწმუნებასა და საჯარო გამოსვლების ხელოვნებაში. თქვენ შეისწავლით დამაჯერებელი არგუმენტების აგებას და დაცვას, რაც აუცილებელია ყველა ტიპის გარემოში. სწავლების დროს, დარწმუნების ხელოვნების სტრუქტურისა და სტილის შესასწავლად და გასაანალიზებლად, გამოიყენება მეოცე საუკუნის გამოჩენილი ამერიკელების გამორჩეული სიტყვით მიმართვები – მათ შორის მარტინ ლუთერ კინგ უმცროსს, ჯონ კენედის, მარგარეტ ჩეიზ სმიტს, რონალდ რეიგანს და ა.შ. თქვენ შეისწავლით თუ როგორ არწმუნებენ სპიკერები და მწერლები აუდიტორიას.

 

რას შეისწავლით კონკრეტულად:

-როდის და როგორ უნდა გამოვიყენეო წერისა და საჯარო გამოსვლების დროს კონკრეტული ტქენიკები

-როგორ უნდა განვასხვავო არგუმენტი და რიტორიკის ტექნიკა

-როგორ დავწერო დარწმუნების ხელოვნების გამოყენებით ედიტორიალი ან სიტყვით გამოსვლა

-როგორ შევაფასო არგუმენტების სიძლიერე

-როგორ განვსაზღვრო ლოგიკური შეცდომები არგუმენტებში

 

კურსის ხანგრძლივობა 8 კვირაა, სამუშაო ენა ინგლისური. დასრულების შემედეგ შეგიძლიათ აიღოთ სერთიფიკატი 169$.

დარეგისტრირდი კურსზე