
გამორჩეული ქართველი მეცნიერის, გეოგრაფის, გეოლოგისა და ეკოლოგის, ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის სტიპენდია თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. 2021 წლის სტიპენდია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
– სტიპენდია ნარჩენების მდგრადი მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და მომხმარებლის ქცევის ცვლილებაში შეტანილი წვლილისათვის;
-სტიპენდია ტყის რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის;
-სტიპენდია კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს ზიანის შემცირებაში შეტანილი წვლილისათვის;
-სტიპენდია სოფლის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის;
-სტიპენდია სოციალურ და მწვანე მეწარმეობაში.
სტიპენდიისათვის კანდიდატმა უნდა გააკეთოს საკუთარი თავის ნომინირება სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. კანდიდატურის წარდგენა შეიძლება როგორც ერთ, ასევე რამდენიმე ნომინაციაში, თუმცა ერთ კანდიდატს მხოლოდ ერთ ნომინაციაში შეუძლია გამარჯვება. სტიპენდიის ოდენობა 1000 ლარია.
ნომინანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
– იყოს 14-დან 29 წლამდე ასაკის;
– წარდგენილი აქტივობები განხორციელებული უნდა იყოს 2017-2021 წლების განმავლობაში;
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2021 წლის 23 მაისი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდით: communications@cenn.org