ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის გრანტი

GCSD ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2020 წლიდან ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას – ‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება.’’

პროგრამის მიზანია საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყოა, ასევე საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება.

ამ მიზნით GCSD აცხადებს 100 000 ლარამდე საგრანტო კონკურსს. მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 31 მაისი, 2020 წელი (18:00 საათამდე).

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად GCSD გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას: პარასკევს, 15 მაისს, 13:00 საათზე, ძოომ-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდგომ ელ-ფოსტაზე – gcsd@gcsd.org.ge

სათაურის ველში მიუთითოთ: განაცხადების მოთხოვნის ფორმა # 20-001.