სასტიპენდიო პროგრამა „ჩინეთის მთავრობის სტიპენდია 2025-2026“ ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე, მეცნიერ-მკვლევართა პროგრამებსა და ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე სწავლის ხელშეწყობასა და ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯის დაფინანსებას. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს.
პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი.
აკადემიურ პროგრამებზე სწავლა შესაძლებელია ინგლისურ ან/და ჩინურ ენებზე, (ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებული მოთხოვნები იხილეთ უნივერსიტეტების ვებ-გვერდზე).
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.campuschina.org/content/details3_74776.html
2025-2026 აკადემიური წლის დაფინანსების მიზნით, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონული სისტემის სააპლიკაციო ფორმის შევსებასთან ერთად https://app.iec.gov.ge, უნდა შეავსონ ჩინეთის სააპლიკაციო სისტემის ელექტრონული განაცხადის ფორმა http://www.campuschina.org კონკურსანტი, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის განაცხადის შევსებისას, სამოტივაციო წერილის ველში იხილავს ჩინეთის სააპლიკაციო სისტემაში რეგისტრაციისათვის აუცილებელ კოდს (Agency Number).
განაცხადების გადმოგზავნა შესაძლებელია 2024 წლის 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრის (23:59 სთ) ჩათვლით.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.