Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

შვილის გაგზავნა მინდა უცხოეთში სასწავლად. როგორ მოვიქცე?

ქართველი მოზარდების უცხოეთში სწავლაზე ბოლო სტატისტიკა რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლად სულ 565 სტუდენტი წავიდა, 2015-2016 სასწავლო წელს კი – 403. 2016-2017 სასწავლო წელს უცხოეთში სახელმწიფო სასწავლებლებმა 400 ადამიანი გაგზავნეს, კერძო დაწესებულებებმა კი – 165. ყველაზე მეტი ქართველი სტუდენტი – 161- სასწავლად გერმანიაში გაემგზავრა, პოლონეთში – 94, ლიტვაში – 32. ქართველი სტუდენტები სწავლობენ ასევე აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

რა დამიჯდება ბავშვის უცხოეთში სასწავლად გაგზავნა?

უცხოეთში სწავლის ღირებულება დიდწილად დამოკიდებულია ქვეყანაზე და სპეციალობაზე ანუ პროგრამის მიმართულებაზე. დიდ ბრიტანეთში ერთი წლით სწავლა, საშუალოდ, 10-30 ათასი ფუნტი ღირს (ყველაზე ძვირი სამედიცინო პროგრამებია), აშშ-ში – 30 ათასი დოლარი. მაგრამ ყველაზე პრესტიჟულ უნივერისტეტებშიც კი გრანტების და ფასდაკლებების ხარჯზე ბევრად უფრო იაფად შეიძლება სწავლა: მაგალითად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) ბაკალავრების 91%-ს ფინანსური შეღავათები აქვს.

ევროპაში სწავლა ფაქტობრივად სიმბოლურ ფასად შეიძლება: საფრანგეთში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა წელიწადში 200 ევრო ღირს, ავსტრიაში დაახლოებით – 1000-1500 ევრო, გერმანიაში ბაკალავრიატი დიდწილად უფასოა, მაგრამ საჭიროა ყოველწლიური ადმინისტრაციული ბაჟის გადახდა. როგორც წესი, ეს რამდენიმე ასეული ევროა და ფასი უნივერსიტეტზეა დამოკიდებული.    

როგორ შევარჩიო უნივერსიტეტი?

უნივერსიტეტი ჯობს რეიტინგების მიხედვით შეარჩიოთ: მხოლოდ ის, რომ სასწავლებელი უცხოეთშია, არ ნიშნავს კარგს და პრესტიჟულს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რეიტინგები ძალიან ბევრია და ორიენტირება რთულია. იმავდროულად, მეთოდიკაში სხვაობის გამო, ერთი და იმავე უნივერსიტეტების პოზიციები სხვადასხვა სიებში განსხვავებულია. ამიტომ საჭიროა უნივერსიტეტების რეიტინგების ნახვა სპეციალობის მიხედვით: კომპიუტერული ინჟინერია, სოციალური მეცნიერებები და ასე შემდეგ. ასეთი რანჟირება აქვს ყველაზე პოპულარულ Times-ის და Shanghai-ის რეიტინგებს.

ქვეყანა როგორ შევარჩიო?

ქვეყნის არჩევისას, პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ენის ცოდნის დონა. ევროპის ბევრ ქვეყანაში არის პროგრამები ინგლისურ ენაზე, მაგრამ ადგილობრივ ენაზე სწავლა ხშირად უფრო იაფია. მაგალითად, ჩეხეთში ჩეხურ ენაზე სწავლა უფასოდ შეიძლება, ინგლისურად სწავლა კი წელიწადში რამდენიმე ათასი ევრო ღირს.

უნივერსიტეტი შევარჩიე. ახლა რა ვქნა?

საჭიროა კონკრეტული პროგრამის არჩევა და იმის გარკვევა, თუ რა დოკუმენტებია საჭირო, არის თუ არა გამოცდები და როდისაა დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა (დედლაინი), რომელიც შეიძლება სწავლის დაწყებამდე ერთი წლით ადრეც იყოს. მაშინვე უნდა გაარკვიოთ გრანტი აქვს თუ არა თავად უნივერსიტეტს ან ქვეყანას. ყველა ეს კითხვა შეგიძლიათ გაუგზავნოთ პროგრამის კურატორს ელექტრონული ფოსტით, რომელიც ხალისით გიპასუხებთ.

ყველაზე მთავარი იმის გარკვევაა, შეიძლება თუ არა უნივერსიტეტში ქართული ატესტატით ჩაბარება. მაგალითად, აშშ-ში საკმარისია ჩააბაროთ გამოცდები (ხშირად ტესტი SAT-ი ან GMAT-ი). დიდ ბრიტანეთში კი ადგილობრივი ატესტატით ბაკალავრიატში ჩაბარება შეუძლებელია.

მოკლედ, თუ რა უნდა იცოდეთ დოკუმენტების წარდგენამდე:

  • როდის არის დედლაინი;
  • საკმარისია თუ არა ქართული ატესტატი, ან საჭიროა თუ არა უცხოური/დამატებითი მომზადება ქვეყანაში, სადაც სტუდენტმა უნდა ისწავლოს;
  • როგორ უნდა ითარგმნოს და დამტკიცდეს დოკუმენტები;
  • როგორ უნდა დაადასტუროთ ენის ცოდნის დონე;
  • არის თუ არა გამოცდები და როგორ უნდა მოემზადოთ გამოცდებისთვის – ეს არის გამოცდები, რომლებიც უნივერსიტეტში ბარდება თუ საერთაშორისო ტესტები, რომლებიც საქართველოშიც შეგიძლიათ ჩააბაროთ;
  • როგორ უნდა გააძლიეროთ განაცხადი: რა ვოლონტიორულ პროგრამებში მონაწილეობას და სტაჟირებებს მოიწონებენ კონკრეტულ უნივერსიტეტში;
  • არის თუ არა გრანტები, ფასდაკლებები და როგორ შეიტანოთ მათზე განაცხადი.

დიდ ბრიტანეთზე ვფიქრობ. როგორ მოვიქცე?

ბრიტანულ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭიროა ადგილობრივი ატესტატი და კარგი შეფასება სამ გამოსაშვებ გამოცდაში, რომლებიც მისაღები გამოცდები ხდება. ამ ყველაფერს მთლიანობაში ეწოდება A-Level-ი. ამ გამოცდების “ქუჩიდან” ჩაბარება, განსხვავებით IELTS-ისგან. არსებობს რამდენიმე ვარიანტი:

  • სკოლის საქართველოში დამთავრება და კიდევ ერთი წელი ბრიტანულ უნივერსიტეტთან არსებულ მოსამზადებელ კურსებზე სწავლა. ამას უწოდებენ foundation year-ს და ის დაახლოებით იმდენივე ღირს, რაც ერთი წელი ბაკალავრიატში.
  • მაღალ კლასებში ბრიტანულ სკოლაში (პანსიონში) გამგზავრება და მისი დამთავრება უკვე ადგილობრივი ატესტატით. ეს პოპულარული და ეფექტიანი გზაა: მოზარდი სწრაფად იუმჯობესებს ენის ცოდნის დონეს, ეჩვევა გარემოს და განათლების სისტემას. მაგრამ მინუსებიც ცხადია: ყველა ვერ ელევა 15 წლის შვილს, ხოლო პანსიონში სწავლის საფასური შეიძლება გაუმართლებლად დიდი აღმოჩნდეს.
  • ბრიტანული ატესტატის მიღება საქართველოში. ასეთ სერტიფიკატს დღეს საქართველოში რამდენიმე სკოლა გაცემს. მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის სწავლის ღირებულების გაგება, იოლია.

და ამ სკოლების დოკუმენტები ბრიტანულ უნივერსიტეტებში გამოდგება?

ეს არის საერთაშორისო ტიპის სერტიფიკატი, სწორედ ის A-Level-ი, რომლითაც შეიძლება ჩაბარება არამხოლოდ ბრიტანულ უნივერსიტეტებში: A-Level-ს იღებენ თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში, სადაც ინგლისურენოვანი ბაკალავრიატია, ასევე აშშ-ში, კანადაში და ზოგიერთ აზიურ უნივერსიტეტშიც. ამ ატესტატით მოზარდი წარმატებით ჩააბარებს ასევე იტალიურ, ჰოლანდიურ და სხვა უნივერსიტეტებში.