Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

შვეიცარიის მთავრობის სადოქტორო, პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიები

შვეიცარიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სასწავლო-კვლევით სტიპენდიებს 2021-2022 აკადემიური წლისთვის. სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს: სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და სამეცნიერო-კვლევით საფეხურებს.

 

დოქტურანტურა აუცილებელი მოთხოვნები:

ანაცხადის გაკეთება შეუძლია აპლიკანტს, რომელიც დაბადებულია 1984 წლის 31 აგვისტოს შემდეგ და მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი 2019 წლის 31 აგვისტომდე.

პოსტ-დოქტურანტურა:

– დოქტორის ხარისხი მიღებული 2016 წლის 31 დეკემბრის შემდეგ 2020 წლის 31 ივლისამდე
აპლიკანტი, რომელსაც შვეიცარიაში 1 წელი აქვს გატარებული არ განიხილება.

სამეცნიერო კვლევითი სტიპენდია:

მაგისტრის ხარისხის მფლობელი, მაღალკვალიფიციური, ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლები და ექიმები.

დოქტორანტურის სტუდენტები-შვეიცარიის და უცხო ქვეყნის უნივერსიტეტების ერთობლივ სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულ დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადის გაკეთება სასტიპენდიო პროგრამზე 12 თვის ვადით. სტიპენდია ფარავს ყველა ხარჯს.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

– რეზიუმე
გამოქვეყნებული ნაშრომების სია
სამოტივაციო წერილი
სამეცნიერო კვლევითი პროექტი (5 გვერდი)
აპლიკანტის სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელის დამადასტურებელი მოწვევის წერილის ასლი, გაცემული მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორის მიერ (პროფეორის მოკლე რეზიუმეს ჩათვლით)
 2 სარეკომენდაციო ბარათი ( ორიგინალი, ხელმოწერილი, მოთავსებული დაბეჭდილ კონვერტში-FCS სარეკომენდაციო წერილის ფორმატში)
– დიპლომი და მისი თანდართული ნიშნების ფურცელი – ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლები
ხელმოწერილი სამედიცინო ცნობა (FCS ფორმატი)
აპლიკანტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პასპორტი-მხოლოდ პირადი მონაცემების გვერდი) 2 ასლი
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის ბრძანება
სამეცნიერო კვლევითი პროექტი განსაზღვრული დროის ლიმიტით
– ენის დამადასტურებლი სერტიფიკატი (სამეცნიერო ნაშრომის შესრულების ენა)

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 26 ნოემბერი, 2020

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე tif.vertretung@eda.admin.ch გაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

  1. რა სახის სტიპენდიის მიღება გსურთ;
  2. სამოტივაციო წერილი;
  3. აქტუალური და სრული CV დაბადების თარიღის მითითებით.

საელჩოს მიერ მიღებული საბუთების გადამოწმების შემდეგ, დაინტერესებული პირი მიიღებს სააპლიკაციო ფორმებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შევიცარიის საელჩოს ან ეწვიეთ ბმულს:

E-mail: tbilisi@eda.admin.ch
Tel: 00995 32 275 30 01

0Shares
0